რა არის აუთსორსინგი

384 წაკითხვა

თანამედროვე სამყაროში ელვის სისწრაფით ვითარდება ტექნოლოგიები, რის პარალელურადაც საშუალება გვაქვს დავნერგოთ ახალი, ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ერთდროულად გაზრდის კომფორტსა და ეფექტურობას. დღითიდღე სულ უფრო ანაცვლებს ტრადიციულ წესჩვევებსა და მიდგომებს ახალი, თანამედროვე სახის გადაწყვეტები, რაც უფრო მეტადაა მოსახერხებელი როგორც კომპანიისთვის, ასევე დასაქმებული ადამიანებისთვის. დღეს უკვე საჭირო აღარაა ყოველდღე 8 საათი ოფისში მუშაობა, ადამიანებს აქვთ საშუალება მსოფლიოს ნებისმიერი წერტლიდან სასურველ პოზიციაზე სასურველ კომპანიაში იმუშაონ, რაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით შედარებით ახალი ხილია, თუმცა მზარდი ტენდენცია აქვს. მსგავსი სახის მიდგომები საკმაოდ დადებითად აისახება დასაქმებულთა კმაყოფილებაზე, რაც უფრო მეტ მოტივაციასა და საქმის მაღალ დონეზე შესრულებას ნიშნავს, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ კომპანიის წარმატებაში გადაითარგმნება. ერთერთ საინტერესო და მაღალეფექტური მიდგომა არის აუთსორსინგი, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება სხვადასხვა სფეროში, სულ მეტ ადამიანს უჩნდება მოტივაცია კონკრეტულ დარგზე მორგებული კომპანია შექმნას და სულ უფრო მეტი მენეჯერი ინტერესდება ამით.

აუთსორსინგულ მომსახურება კომპანისთვის ნიშნავს კონკრეტული საქმიანობისთვის ინდივიდუალური პირის ან კომპანის დაქირავებას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე არსებული. ასეთ დროს, აუთსორსინგული კომპანია კონკრეტულ ბიზნეს საქმიანობებს თქვენს მაგივრად, თუმცა თქვენთან შეთანხმებით აკეთებს. ანუ, დღეს სრულებით შესაძლებელია, მაგალითად IT სფეროს აუთსორსზე გატანა, რაც ნიშნავს კომპეტენტური IT კომპანიის მოძიიებას, რომელიც სრულად ჩაიბარებს ამ სფეროს და მენეჯერთან შეთანხმებით შეეცდება დასახული მიზნები კონკრეტულ დროში შეასრულოს. დღევანდელობაში ეს პროცესი უკვე ჩვეულებრივ ბიზნეს პრაქტიკად იქცა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალებას აძლევს მიიღონ ისეთი მომსახურება და უნარები, რომელთა განვითარება ჩვეულებრივ უჭირთ ფინანსური, ადამიანური რესურსების ან ორივეს ნაკლებობის გამო.

აუთსორსინგის უდიდესი უპირატესობა არის ის, რომ ამ შემთხვევაში შედარებით ნაკლები ხარჯის გაწევა უწევს მენეჯერს, ვიდრე კონკრეტული საქმისთვის პროფესიონალის დაქირავებაა, სანაცვლოდ კი იღებს ალტერნატივებიდან საუკეთესო მომსახურებას, რადგან თავის მხრივ, დაქირავებული კომპანიის მიზანი საკუთარი წარმატებაა, რაც აღებული საქმის უმაღლეს დონეზე შესრულებაზე გადის. როგორც წესი, ბევრ ადამიანს ან კონკრეტული მიმართულების კომპანიას, რომელიც აუთსორს მომსახურებას ეწევა, შეუძლია მნიშვნელოვნად ნაკლები თანხით გაწიოს მაღალი დონის მომსახურება, რადგან ნაკლები ხარჯი აქვს, როდესაც პროფესიონალი კადრის დაქირავება ბევრად ძვირი დაჯდებოდა.

აუთსორსინგი კომპანიებს აძლევს აძლევს ძირითად ბიზნეს საქმიანობებზე ფოკუსირდნენ, მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დაგეგმონ ბიზნესის განვითარების საუკეთესო გზა და ამ დროს დეტალებზე ზრუნვა ექსპერტებს მიანდონ. ამას გარდა, ადამიანური რესურსებიც და ფინანსებიც, როგორც წესი, შეზღუდულია და რთულია პრიორიტეტების მიხედვით სწორად გადანაწილება, ასეთი ტიპის თანამშრომლობა საშუალებას იძლევა ისეთი სახის რესურსები, რომელიც მენეჯმენტს უნდა დაეთმო, შეიძლება კომპანიის შიგნით უფრო მნიშვნელოვანსა და ფართო საკითხებზე იყოს მიმართული. როგორც წესი, კონკრეტულ საქმიანობაზე სპეციალიზირებულ კომპანიას, რომელიც აუთსორს მომსახურებას ეწევა, ჩვეულებრივ უმაღლესი დონის უნერები და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომა აქვს, რომელზეც ხელი მზარდ კომპანიას ხშირად არ მიუწვდება.

 

Next Post

მოსახერხებელი ტექნიკა ჩვენი კომფორტისთვის

ოთხ აგვ 25 , 2021
384 წაკითხვააგვისტოს თვეში, როცა ადამიანების უმეტესობა დასასვენებლად არის წასული, საუკეთესო დროა ახალი აღმოჩენებისთვის. წლის ყველაზე ცხელ პეროდში სხვადასხვა ალტერნატივა არსებობს დასვენებისთვის, ყოველი ადამიანი განსხვავდება, ამიტომ ზოგი შეიძლება უკვე ზღვისპირეთშია, ზოგი კი მთაში, ზოგიც ახლა აპირებს შვებულებაში გასვლას. რაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენი კომფორტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავერთოთ. ამისათვის კი შეიძლება ერთი შეხედვით […]