აგვისტოს თვეში, როცა ადამიანების უმეტესობა დასასვენებლად არის წასული, საუკეთესო დროა ახალი აღმოჩენებისთვის. წლის ყველაზე ცხელ პეროდში სხვადასხვა ალტერნატივა არსებობს დასვენებისთვის, ყოველი ადამიანი განსხვავდება, ამიტომ ზოგი შეიძლება უკვე ზღვისპირეთშია, ზოგი კი მთაში, ზოგიც ახლა აპირებს შვებულებაში გასვლას. რაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენი კომფორტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავერთოთ. ამისათვის კი შეიძლება ერთი შეხედვით ისეთი მარტივი მოწყობილობაც კი საკმარისი იყოს როგორიც პლანშეტი, ან პორტატული დინამიკი ან სულაც სმარტ სათი იყოს. სტატიაში სწორედ იმ მოწყობილობებზე გესაუბრებით, რომელიც ნებისმიერ დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
ბლუთუზ ყურსასმენი
თუ მუსიკის მოსმენა თქვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და მის გარეშე არ იცით როგორ გაძლებთ სადაც არ უნდა იყოთ, დიდი ალბათობით ბლუთუზ ყურსასმენი უკვე გექნებათ, თუმცა თუ ასე არ არის, ახლა ნამდვილად საუკეთესო დროა მის შესაძენად. ასეთი ტიპის ყურსასმენი სადენიანისგან განსხვავებით, მოსახმარად საკმაოდ მარტივი და გამძლეა, ვინაიდან სადენის გამო მალე გაფუჭება არ ემუქრება. შესაბამისად, ბლუთუზ ყურსასმენი საუკეთესო საჩუქარიც კია, რაც შეიძლება საკუთარ თავს გაუკეთოთ, ხოლო თუ უკვე გაქვს, საუკეთესო საჩუქარი არსებულ ყურსასმენზე უკეთესი ყურსასმენია მხოლოდ.
პლანშეტი
მართალია, სადაც არ უნდა წავიდეთ ჩვენი სმარტფონი აუცილებლად ჩვენს გვერდითაა და შეიძლება იმასაც ფიქრობდეთ, რომ ის თქვენს ყველა მოთხოვნას პასუხობს, თუმცა პლანშეტები სწორედ ის მოწყობილობებია, რომელიც გარკვეულწილად თქვენს სმარტფონს შეცვლის და უფრო მეტად კომფორტულიც იქნება. მგზავრობისას სატარებლად მოსახერხებელია, მოსახმარად კი უმარტივესი, რომელიც დროის გაყვანაში იდეალურად დაგეხმარებათ. სმარტფონთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა, რაც ნებისმიერი ფილმის თუ ვიდეოს ყურებას უფრო სასიამოვნოს ხდის, ლეპტოპისგან განსხვავებით კი უფრო ადვილად გამოსაყენებელი, დახვეწილი და კომფორტულია. ასევე, შესანიშნავი მოწყობილობაა სახატავად თუ თქვენი შესაძლებლობის დახვეწა გსურთ.
პორტატული დინამიკი
ცხოვრებაში მუდამ რაღაც ხდება, სულ რომ არაფერი ხდებოდეს, კონკრეტულ მომენტში, ესეც ისტორიაა, ნებისმიერ ისტორიას კი – სადაც არ უნდა წახვიდეთ, რა თავგადასავალშიც არ უნდა გაეხვათ, გზაზე რა დაბრკოლებაც არ უნდა შეგხვდეთ, ან სულაც რა ბედნიერებაც არ უნდა იპოვოთ ყოველთვის კონკრეტული საუნდრეკი ჭირდება. პორტატული დინამიკი საუკეთესო არჩევანია ნებისმიერ მომენტში, განსაკუთრებული ხიბლი კი მაშინ აქვს, როდესაც მეგობრებთან ერთად პიკნიკზე ან ნებისმიერ ადგილას წვეულების მოწყობა გსურთ. გამოსაყენებლად საკმაოდ მარტივია, შედარებით ძვირიც არ ღირს და ხარისხიც შესანიშნავი აქვს, შესაბამისად ნამდვილად ის მოწყობილობაა, რომელიც უნდა გქონდეს.
პორტატული დამტენი
მართალია, სხვადასხვა სახის, უამრავი მოწყობილობა არსებობს კიდევ, თუმცა სმარტფონი უდაოდ შეუცვლელი ნოვთია, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მზად იყოს ჩვენი მოთხოვნების შესასრულებლად, შესაბამისად პორტატული დამტენი ის აუცილებელი ნივთია, რომელიც ყველაზე ცუდ სიტუაციაში სუპერ გმირად გვევლინება და ჩვენს ტელეფონს გათიშვისგან იხსნის. მოსახმარად და სატარებლად ნამდვილად უმარტივესი მოწყობილობაა, მთავარია წინა საღამოს კარგად დატენო, რათა მთელ დღეს ერთგულად გემსახუროს.