657 წაკითხვა
გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში:
როდესაც ქართული ოცნების მესვეურები საუბრობენ ერთგულებასა და ღალატზე, უნდა გავერკვეთ, თუ რას გულისხმობენ?
თუ საუბარია 2012 წლის იდეალებზე, გეტყვით, რომ თუ ვინმემ უღალატა ფასეულობათა მაშინ გაცხადებულ სისტემას, ეს თვითონ ქართული ოცნებაა.
თუ საუბარია მაშინდელი გუნდის ღალატზე, ის დიდი ხანია არ არსებობს და დღევანდელი ოცნება მეტწილად 2012-ის შემდეგ ბუჩქებიდან გამომძვრალი პერსონაჟებისგან შედგება.
ესე იგი, საუბარია პირადად ივანიშვილის ერთგულებასა და ღალატზე, რომელიც ამ დაჯგუფებას სახელმწიფოზე, კანონზე მაღღლა მდგომად და მთავარ ფასეულობად მიაჩნია. ცოტას გულწრფელად, უმრავლესობას კი გამორჩენის მიზნით.
ჩემი გადმოსახედიდან, საქმე პირიქით არის – თუ ვინმეს ღალატზე შეიძლება საუბარი, ეს თვითონ არიან მარტივი, ბანალური მიზეზის გამო:
თუ შენს წინაშე დგას არჩევანი სახელმწიფო ინტერესების, თუ პიროვნული ერთგულების სახით და შენ არჩევანს აკეთებ პიროვნების სასარგებლოდ, სწორედ შენ ხარ მოღალატე, რადგან ქართული სახელმწიფო განუზომლად დიდი ფასეულობაა, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება, თუნდაც ეს ბიძინა იყოს.