„როცა გახარიამ ბიძინაზე კრინტი არ დაძრა, იფიქრეს გაყიდულები ვართო“ – გუბაზ სანიკიძე

887 წაკითხვა

გუბაზ სანიკიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სიმპათიებს გამოხატავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ, რაც ოცნებას ძალიან აშფოთებს:

„ეს საკმაოდ სერიოზულად აშფოთებს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილსაც. ის ეპისტოლე, რომელიც მან გამოგზავნა, იყო „გემზე ამბოხების“ ჩასახშობად, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ იმ ნაწილმა, რომელიც გახარიას არ გაყვა, გაიხსენა ბიძინას დანაქადნები, როცა თქვა, ნამდვილ ოპოზიციას შევუწყობ ხელსო. ჩათვალეს, რომ ამას აკეთებს. მითუმეტეს, გახარიამ ბიძინაზე კრინტი არ დაძრა და იფიქრეს, რომ გაყიდულები ვართო“,- განაცხადა სანიკიძემ.

Next Post

ბესიკ ხარძიანის გამარჯვება სიკვდილის შემდეგ - კუს ტბის წილების იძულებით დათმობა დადასტურდა

ოთხ ივნ 30 , 2021
887 წაკითხვაკუს ტბის წილების იძულებით დათმობა დადასტურდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის გამარჯვება სიკვდილის შემდეგ. მისი ვაჟი, უმცროსი ბესო ხარძიანი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს: „შენ ისევ გაიმარჯვე, ახლა უკვე მაქედან, სადაც მართალნი განისვენებენ! სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერი გადაწყვეტილება, სადაც სასამართლო ამბობს, რომ 2011 წელს ადგილი ჰქონდა მოსარჩელეების ნების გამოვლენაში უკანონო ჩარევას და […]

შესაძლოა მოგეწონოთ