შეიძლება თამამად ითქვას, რომ არჩევნები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს – დავით ჩიხელიძე

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ! ყველა არჩევნებზე! ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დროულად, შეფერხების გარეშე გაიხსნა”- ამის შესახებ “დემოკრატიული ცვილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში.

უბნის წევრებს შორის, ფუნქციების განაწილების მიზნით ჩატარებულმა კენჭისყრებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ასევე კარგად იყო ორგანიზებული გადასატანი ყუთის გასვლა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ არჩევნები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ჩემგან შექება “ცესკო”-ს ახალ თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს და ზოგადად ადმინისტრაციას, რომელმაც არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზება უზრუნველყო. როგორც მოგეხსენებათ არჩევნები რამდენიმე ათეული პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს, თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ არჩევნების მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარებას, დაიცავით კანონი, ერთად უზრუნველვყოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება” – წერს დავით ჩიხელიძე.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…