„ვფიქრობთ,”IPSOS-გლობალის” კვლევა არის რეალობას აცდენილი და არარელევანტური“

874 წაკითხვა

გუშინ ტელეკომპანია “მთვარი არხის” დაკვეთით “IPSOS-გლობალმა” არჩევნებთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით და შედეგების მიხედვით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში,თბილისის გარდა (რუსთავში,ქუთაისში,ზუგდიდსა და ბათუმში) “ენმ-ის” კანდიდატები იგებენ.
“მთვარმა არხმა” IPSOS-გლობალს არჩევნების პირველ ტურშიც დაუკვეთა კვლევა,რა დროსაც გამოკითხვის შედეგების მიხედვით “ქართულ ოცნებას” ჰქონდა 35%,არადა პირველი ტურის დროს “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა 47%.

როდესაც კვლევის მიხედვით ცდომილება არის 12 პროცენტი და არა +/- 2-3%,როგორც ეს ნებისმიერი კვლევის დროს ხდება,აღნიშნული მიუთითებს,რომ კვლევა ჩატარდა ან არაპროფესიულად,ანდაც არაობიექტურად.

ვფიქრობთ,”IPSOS-გლობალის” კვლევა არის რეალობას აცდენილი და არარელევანტური. არჩევნების მეორე ტურის შედეგების ობიექტურ სურათს კი დადებს კენჭისყრის დღე.”- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ: ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები:

მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორი
მაია ხარაძე და დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორი
დავით ლილუაშვილი

Next Post

„არ მივაქციოთ ყურადღება არაკვალიფიციური და ყალბი შეფასებების გამავრცელებელთა ნააზრევს!“ - გიორგი ჭილაშვილი

ხუთ ოქტ 28 , 2021
874 წაკითხვასაარჩევნო საკითხების სპეციალისტი, გიორგი ჭილაშვილის პოსტი ფეისბუქში: ძალიან საინტერესო ამბები ხდება არჩევნებთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ასევე სოციალური ქსელის გვერდებმა შეითავსეს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია. კერძოდ ისინი დაკავდნენ, ვითომ არჩევნების მონიტორინგით, დაიწყეს შეფასებების კვლევების და ანგარიშების წერა და კითხვა! რა თქმა უნდა, ის ხალხი ვისაც გვაქვს გარკვეული კომპეტენცია და გამოცდილება საარჩევნო საკითხებზე , არ მივაქცევდით ყურადღებას, […]