„იაქტიურეთ, მოდით არჩევნებზე დააფიქსირეთ პოზიცია!“ – გიორგი ჭილაშვილი

749 წაკითხვა

გიორგი ჭილაშვილის პოსტი ფეისბუქში:

სასიხარულოა, რომ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება საკმაო რაოდენობის დამკვირვებელი, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით კარგია საერთაშორისო დამკვირვებლების ასეთი სიჭარბე, რადგან მათ საკუთარი თვალით უნდა ნახონ თუ რა ცვლილებები გაატარა ცესკომ, ამიტომ მათ უნდა ვთხოვოთ რომ მაქსიმალურად ყველა უბანში მოახერხონ მისვლა და დაკვირვება ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესისთვის.
კენჭისყრა ამ დროისთვის მიმდინარეობს მშვიდად, მაქვს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებიდან საქართველოს მასშტაბით რომ კოვიდ რეგულაციებიც დაცულია რაც მისასალმებელია.
დამკვირვებელი არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ საკუთარი თვალით აკვირდება არჩევნების პროცესს, მე მაქვს რეგიონებიდან ინფორმაცია უშუალოდ დამკვირვებლებისგან რომ არანაირ მნიშვნელოვან დარღვევას არ ქონია ადგილი.
ასევე მინდა მოგაწოდოთ, საინატერესო ინფორმაცია დღეს დილით 70 კოვიდ უბანი გაიხსნა, ეს მნიშვნელოვანია რადგან ჩვენს მოქალაქეებს მიუხედავად კოვიდ ინფექციისა ყველას ქონოდა თავის კონსტიტუციური უფლების გამოყენების შესაძლებლობა!
აქტივობა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია მაღალია, საზოგადოების აქტივობა არის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი არჩევნების, იაქტიურეთ, მოდით არჩევნებზე დააფიქსირეთ პოზიცია!

Next Post

„ასე, რომ ნუ დავუჯერებთ ამ თაღლითებს და მშვიდად გავაკეთოთ არჩევანი“ -გია გაბრიჭიძე

შაბ ოქტ 2 , 2021
749 წაკითხვაგია გაბრიჭიძის პოსტი ფეისბუქში: არჩევნებს აკვირდება 152 სადამკვირვებლო ორგანიზაცია. 100 ჩვენი, 52 უცხოური. აქტივობა მაღალია. ყველგან სიმშვიდეა. ცხადია იქ სადაც “ე.წ. კრიტიკული მედია და ნაცებთან აფილირებული ტიპები არიან, ცდილობენ ბუზიდან სპილოს შექმნას. მაგალითად ავრცელებენ ფოტოს, სადაც საარჩევნო ყუთთან ორი ადამიანი დგას. ცხადია მათი ინტერპრეტაციაა, რომ მოხდა საშინელება, გაყალბდა არჩევნები, დაიქცა სამყარო. არადა კანონის 65-ე მუხლის თანახმად ამომრჩეველს, რომელსაც არ […]