„კასპერსკის ლაბორატორიამ“ გამჭვირვალობის პირველი ანგარიში გამოაქვეყნა

ინფორმაციის გამჭვირვალობის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, „კასპერსკის ლაბორატორიამ“ შეაგროვა მონაცემები სამართალდამცველი უწყებებისა და მსოფლიოს სამთავრობო უწყებების მოთხოვნების შესახებ 2020 წლისთვის და 2021 წლის პირველი ნახევრისთვის.

2020 წელს კომპანიამ მიიღო 160 მოთხოვნა 15 ქვეყნის ხელისუფლებისგან, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში – 105 მოთხოვნა 17 ქვეყნისგან. ყველა მოთხოვნა გადის სავალდებულო შიდა განხილვის პროცესს, რომლის მიზანია დადასტურდეს, რომ ისინი არ წარმოადგენენ საფრთხეს მომხმარებლების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობისთვის და შეესაბამებიან ადგილობრივ ან საერთაშორისო კანონებს.

მომხმარებლის მონაცემების მოპოვებისკენ მიმართული მოთხოვნების წილი 2020 წელს შეადგენდა 17,5%-ს და 2021 წლის პირველ ნახევარში – 15%-ს. ყველა ასეთი მოთხოვნა უარით იქნა გასტუმრებული, რადგან ვერ აკმაყოფილებდნენ შიდა გადამოწმების მოთხოვნებს ან მოთხოვნილი მონაცემები არ იქნა ნაპოვნი.

მომხმარებლის მონაცემების ქვეშ იგულისხმებაის ინფორმაცია, რომელსაც პროდუქტის მომხმარებლები ნებაყოფლობით აწვდიან „კასპერსკის ლაბორატორიას“, რათა მისმა გადაწყვეტილებებმა სრულყოფილად იმუშაონ მოწყობილობებზე. ეს არის, მაგალითად, ინფორმაცია ლიცენზიის ან ოპერაციული სისტემის ვერსიის შესახებ. ამავე დროს, კომპანია არ ამუშავებს და არ ინახავს მონაცემებს, რომელსაც მომხმარებლები ქმნიან და გადასცემენ კომპანიას (ინგლისურად მათ უწოდებენ “contentdata”). გარდა ამისა, „კასპერსკის ლაბორატორია“ არ აწვდის მთავრობას და სამართალდამცავ უწყებებს პირდაპირ ან არაპირდაპირ წვდომას იმ ინფრასტრუქტურაზე, სადაც მომხმარებლის მონაცემები ინახება.

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ ასევე მიიღო MD5 ჰეშების, კომპრომეტაციის ინდიკატორების, მონაცემები კიბერშეტევების მახასიათებლებისა და მათი განხორციელების საშუალებების, მავნე პროგრამების საპირისპირო ინჟინერიის შედეგების, და სხვადასხვა კვლევების შედეგად მიღებული სტატისტიკის ტექნიკური ექსპერტიზის მოთხოვნა. ასეთი ინფორმაცია გამოითხოვება კიბერ -ინციდენტების გამოსაძიებლად.

„კასპერსკის ლაბორატორიაში“ ჩვენ ვცდილობთ საჯაროდ გამოვხატოთ რას და როგორ ვაკეთებთ საერთაშორისო კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხელს შეუწყობს ნდობის განმტკიცებას ჩვენსა და ჩვენი პროდუქტების მომხმარებლებს შორის. დარწმუნებულნი ვართ, რომ მოთხოვნების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება და მათთან მუშაობის პრინციპები არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას“, – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ოლეგ აბდურაშიტოვი.

ანგარიშის მთლიანი ტექსტი ნახეთ აქ:

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…