„როცა ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

789 წაკითხვა

როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„სრული პასუხისმგებლობით გიზიარებთ, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე (იციან, რომ მეორე ტურშიც ყველგან დამარცხებიან) რამენაირად გარკვეული ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად.

ყოველდღიურად ძალიან კვალიფიციური ექიმები აკვირდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეს არის დამაკმაყოფილებელი. როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილო თაფლს არ უნდა ჭამდეს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იპნ

Next Post

მომავალი წელს იქნება 30 წელი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღნიშვნისთვის

სამ ოქტ 12 , 2021
789 წაკითხვაჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისგან, რომელმაც თავის დროზე თვითონ განიცადა რას ნიშნავდა ოკუპაცია. ჩვენთვის ეს იმედის მომცემია. ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში იყო, გადალახა და დღეს არის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ევროკავშირში, ეს ნიშნავს, რომ წინ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა და იმედი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ავსტრიელ კოლეგას მასპინძლობისთვის […]

შესაძლოა მოგეწონოთ