„ის რასაც დღეს წაგებისთვის განწირული ოპოზიცია კადრულობს დაუშვებელია“ – დავით ჩიხელიძე

884 წაკითხვა
„დღეს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელიც თავისი მნიშვნელობით ცდება თვითმმართველობის რიგით არჩევნებს, დღე რომელზეც განვითარებასა და რეგრესს შორის ზღვარი გადის, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის უბანზე მისვლა და აქტიურობა, არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა, ხომ ა ადამიანის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.
ერთის მხრივ ვხედავთ, რომ ცესკო ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს, მაქსიმალურად არის დაცული კოვიდ რეგულაციები, კომისიის წევრები გამოირჩევიან მაღალი კომპეტენციით და სრულად იცავენ საქართველოს კანონმდებლობას, რაც წარმატებული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა, მაგრამ მეორე მხრივ ვხედავთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს, რომელთა ერთადერთ მიზანს სიტუაციის ესკალაცია და დაძაბულობის შემოტანა წარმოადგენს, სამწუხაროდ პოლიტიკური სუბიექტების გარდა, ვხედავთ მედიის წარმომადგენლებს, რომელიც მათ მთავარ და საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, ობიექტურობას ივიწყებენ და ფეხქვეშ თელავენ.
ის რასაც დღეს წაგებისთვის განწირული ოპოზიცია კადრულობს დაუშვებელია, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, რომელიც ფიზიკურად უსწორდება ჟურნალისტს, ვნახეთ პოლიტიკური პერსონა, რომელიც ახდენს სიცრუის ტირაჟირებას, ამავე დროს უხეშად არღვევს კანონს პერსონალურ მონაცემების შესახებ და ა.შ. ყოველი მსგავსი ფაქტი დანაშაულის წახალისებაა, მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, ყოველ სამართალდარღვევაზე ქონდეთ მკაფიო, მკაცრი პასუხი, რათა ყველა მხარის უფლება თანაბრად იყოს დაცული“ – წერს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Next Post

კომპანია “ანოვა”-ს ხელმძღვანელი, რომელიც ნიკა გვარამიას დაკვეთით, “მთავარი არხი”-სთვის ეგზიტპოლს ატარებს, ნაც.მოძრაობის შემწირველია

შაბ ოქტ 30 , 2021
884 წაკითხვა  კომპანია “ანოვა”-ს ხელმძღვანელი, რომელიც ნიკა გვარამიას დაკვეთით, “მთავარი არხი”-სთვის ეგზიტპოლს ატარებს, ნაც.მოძრაობის შემწირველია.–  ამის შესახებ ინფორმაციას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს. “ბატონო გვარამია, “ანოვა”-ს დახმარებით ხალხის მოტყუება არ გამოვა! როგორც იცით “იფსოსზე”, ანუ სიმართლეზე გაბრაზებულმა გვარამიამ, ეგზიტპოლის ჩატარება დაგეგმა, სასწრაფო წესით შეარჩია კომპანია “ანოვა”, რომელიც საველე სამუშაოებს ატარებს, მათ ამისთვის საკმარისი კომპეტენცია არ აქვთ, დილეტანტების ჩატარებულ […]