„გვინდა, რომ ეს კომფორტის ზონა არ ჰქონდეს ხელისუფლებას“ – თაკო ჩარკვიანი

548 წაკითხვა

თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა და ამის შესახებ განცხადება მან უკვე საკანონმდებლო ორგანოდან გააკეთა.

„იცით ჩემი გადაწყვეტილება ბოიკოტთან დაკავშირებით. ძალიან მყარად ვემხრობოდი ამ ბოიკოტს. ხელმომწერთა ჯგუფი ნაადრევად შევიდა და სრულიად შეცვალეს პოლიტიკური ვითარება. ბოიკოტი განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც მრავალპარტიული გახდა. ახლა უკვე ოპონენტს, ხელისუფლებას, რომელსაც პრეტენზიებს ვუყენებთ, უფრო აწყობს, რომ მრავალპარტიულია და შენ იქნები, თუ არ იქნები, რაოდენ მსხვილი ოპოზიციური პარტიაც არ უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“, ან ჩემი პარტია, მათთვის მნიშვნელობას არ აქვს. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ეს კომფორტის ზონა არ ჰქონდეს ხელისუფლებას და რაც უფრო ნაკლებად კომფორტაბელურ ზონაში იქნებიან, უფრო კარგია ეს ხალხისთვის. გვინდა რეფორმები“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი იყო ერთ-ერთი, ვინც კატეგორიულად გამორიცხავდა პარლამენტში შესვლას.

Next Post

ელისაშვილი – “ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, არ მეგონა”

სამ ივნ 8 , 2021
548 წაკითხვავაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, არ მეგონა –  ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, თქვა. ელისაშვილის ნათქვამს დარბაზში ტაში მოჰყვა. მეგონა, ამ პოლიტიკაში თითქმის ყველაფერი გავიგე და ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, არ მეგონა ნამდვილად, ბოლო დროს ყველას გვეძველბიჭება. მასე გააგრძელე, გიორგი”, – თქვა ელისაშვილმა. ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ,,ენმ” […]

შესაძლოა მოგეწონოთ