„ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც პილატესავით ხელებს იბანს“ – გიგი უგულავა

770 წაკითხვა

ყველამ კარგად იცის, რომ გლდანის ციხეში არის ძალიან კონკრეტული საფრთხეები და რაც მთავარია არის ადამიანის დამცირების ინსტრუმენტი. მე ეს გამოვიარე და ვიცი, რასაც ამზადებენ იქ. იქ ამზადებენ ადამიანის დამცირებას. იქ საფრთხე რეალურია, არა თუ რეალურია, ხელშესახებია , – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ რუსთავში აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი სჭირდება.

„უნდა გვესმოდეს, ვისთან გვაქვს საქმე, ივანიშვილს სჭირდება ამ ადამიანის სიკვდილი. ეს არის მისი პირადი კომფორტის, მისი პირადი უსაფრთხოების, მისი პირადი ქონების საკითხი, ამიტომაა სიტუაცია ძალიან დრამატული.

უნდა იცოდეს ყველამ, თუ რამე მოხდება ამ ქვეყანაში, მაშინ მართლა იქნება კბილი კბილის წილ იმიტომ, რომ არავის არ შერჩება ის, რაც ჩვენ თვალწინ, ტრაგედია ხდება და თითქოს არაფერი არ ხდება, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც პილატესავით ხელებს იბანს, გვეუბნება, რომ არაფერი არ ხდება. სად გაგონილა ხალხო, ადამიანს საავადმყოფოზე ეუბნებოდნენ უარს.

იპნ

Next Post

პირველად მსოფლიოში, ბრიტანეთმა კოვიდის სამკურნალო აბები დაამტკიცა

ხუთ ნოე 4 , 2021
770 წაკითხვაგაერთიანებული სამეფოს სამედიცინო მარეგულირებელმა სიმპტომური კოვიდის სამკურნალო პირველი აბები დაამტკიცა. ტაბლეტი, სახელად მოლნუპირავირი დღეში ორჯერ მიეცემათ იმ მოწყვლად პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ. მსგავსი: რა არის ვაქცინა და როგორ მოქმედებს — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ #1tvმეცნიერება ამ აბებმა, რომლებიც თავდაპირველად გრიპის სამკურნალოდ შექმნეს, კლინიკურ ცდებში სიკვდილისა და ჰოსპიტალიზების რისკი გაანახევრა. ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ეს პრეპარატი თამაშის წესებს შეცვლის […]

შესაძლოა მოგეწონოთ