„ჰოდა „ხმის მცველების“ ნაცვლად „ხის მცველები“ რომ ყოფილიყვნენ, ქვეყნისთვის ნამდვილად აჯობებდა“ – გია გაბრიჭიძე

812 წაკითხვა

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

არ უნდა ამას დიდი შესავალი მითუმეტეს, რომ ყველამ კარგად ვიცით ამ ე.წ. არასამთავრობოების და განსაკუთრებულად არჩევნებზე „დამკვირვებლებად“ მივლენილი იმ „არასამთავრობოების“ საქმიანობის მთავარი დანიშნულება, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან არიან აფილირებულნი და ამ „პოლიტიკური ძალისგან“ ძუძუს გოჭებივით იკვებებიან.

ამის შესახებ ამ ცოტა ხნის წინ საჯაროდ გაცხადდა და მათი სახელწოდებებიც ყველასთვის ცნობილი გახდა, რასაც მათი მხრიდან წიოკი და ჩვეულ სტილში „ახტი-შემოტრიალდი“ მოჰყვა.

როგორც ჩანს ამ „ორგანიზაციებს“ ამაგი დაუფასდათ და დანარჩენების მეტი სტიმულირების მიზნით პლათფორმა 20/20-ის წარმომადგენელი ვასილ ურუშაძე, რომელიც ახორციელებდა „პროექტს“ „ხმის მცველი“, ნიკანორ მელიამ თავის „ადმინისტრაციაში“ საკმაოდ გვარიან თანამდებობაზეც დაასახელეს.

რა მაგის პასუხია და ამ ბოლო არჩევნებზე ხმებს დაცვა ნამდვილად არ დასჭირვებიათ, ჰოდა „ხმის მცველების“ ნაცვლად „ხის მცველები“ რომ ყოფილიყვნენ, ქვეყნისთვის ნამდვილად აჯობებდა, მაგრამ მათ ხომ ქვეყანა საერთოდ არ აინტერესებთ. მათთვის მთავარია ნაცები იყვნენ კარგად და ქვეყნის ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი დესტრუქცია შეიტანონ”– წერს გია გაბრიჭიძე.

Next Post

„ყველაფერი რაც თქვენგან მომდინარეობს არის უბრალოდ ფარსი!“ - გიორგი ჭილაშვილი

პარ ოქტ 22 , 2021
812 წაკითხვა საარჩევნო საკითხების სპეციალისტ გიორგი ჭილაშვილის პოსტი ფეისბუქში: საარჩევნო თემატიკიდან გამომდინარე მინდა ერთი საინტერესო დეტალი გამცნოთ და ასევე, გავმიჯნო საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია არჩევნების შეფასების და დაკვირვების დროს. ზოგადად, ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა გზით უნდა წავიდეს, ეს მისი თავისუფალი არჩევანია, როდესაც გადაწყვიტავ არჩევნების დაკვრივების შეფასების და მონიტორინგის კუთხით მუშაობას, აუცილებელია არ იყო მხარე, რადგან როდესაც მხარე ხარ გამორიცხულია იყო […]