„აბსოლუტურად ყველა იმკით თქვენი საქციელის შედეგებს“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

930 წაკითხვა

თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი ფეისბუქში:

ყველა, ვინც სააკაშვილის შეკავების და გაწონასწორების სურვილის გამო მოღალატეებს გვიწოდებდა, შეთქმულების თეორიებს თხზავდა, ფსიქიატრიულ დიაგნოზებს გვისვამდა – კერპს როგორ შეეხებოდნენ, ფსიქიკურად ჯანმრთელები რომ იყვნენო… აბსოლუტურად ყველა იმკით თქვენი საქციელის შედეგებს დღეს ვაშინგტონში და ბრუსელში.
ჩვენსავით, თქვენც რომ კედელი გაგეკეთებინათ მისთვის (ახლო გარემოცვას ვგულისხმობ), დაეჯახებოდა, გონს შეიძლება მოსულიყო და დღეს ნონ გრატა არ იქნებოდა დასავლეთისთვის.
საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი და და უნდა ვიმოქმედოთ, უზარმაზარ კაპიტალს ფლანგავს და გვაზიანებს მეთქი, რომ ვამბობდი – გაზპრომს შეეკარი, მოღალატე ხარო.
მიხვდით, რომ მისი მეგობრები და კეთილისმსურველები რეალურად ჩვენ ვიყავით? ვერა ხო?!
ხვდებით ახლა, რამხელა ზიანი მიაყენა საკუთარ თავსაც და ოპოზიციის რეპუტაციასაც დასავლეთში?
ისევ ჩემს “ფოლმას” იწუნებთ? იმ ფორმით ვსაუბრობ, რა ფორმითაც ხმას გაგაგონებთ.
ახალ ლიდერებს უნდა ვუთხრა – მორჩილი ხალხის გეშინოდეთ, თქვენი კარიერის ყველა ეტაპზე.

Next Post

იტალიელმა ბებომ ქართველ მომვლელს 3. 7 მილიონი ევრო უანდერძა?! – რას ყვებიან ემიგრანტები

ოთხ მარ 3 , 2021
930 წაკითხვაჩრდილოეთ იტალიაში, ჯენოაში მოხუცმა ქალბატონმა მომვლელს 3.7 მილიონი ევრო ანდერძით დაუტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო corriere.it ავრცელებს.  იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ მომვლელი, რომელსაც ამხელა თანხა დაუტოვეს წარმოშობით საქართველოდან არის, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ – ამბობენ, თავად ისურვა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. ემიგრანტების თქმით, ქართველი ქალი იტალიაში სამუშაოდ წლების წინ წავიდა და ჯენოაში პროფესიით მასწავლებელ მარიზა კავანას […]

შესაძლოა მოგეწონოთ