მიშამ ბევრი უღირსი დაუშვა მის გარემოცვაში – მაია ორჯონიკიძე

125 წაკითხვა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

“შეიძლება ახლა გამწარებულ გულზე მძიმე რამე ვთქვა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის და შესაბამისად ჩვენი დროის ტრაგედიის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მიშამ საკუთარი გენიის ფასი არ იცოდა და მუდმივად ბევრ უღირებულებო ვიგინდარას უტოლებდა თავს,როგორც მისი პრეზიდენტობის დროს, ისე მას შემდეგაც.

პრეზიდენტობის დროსაც კი გარემოცვაში ბევრი ისეთი უღირსი და ვერაგი დაუშვა, რომლებმაც ჯერ მისი მმართველიბა დაასრულეს და შემდეგ, ივანაშვილის დროს-ყველაფერი გააკეთეს, რომ მიშა იმ დღეში ჩავარდნილიყო რა დღეშიც დღესაა.

სამწუხაროდ, მიშა მუდამ ენდობოდა ხალხს,ვისი ნდობაც არ შეიძლებოდა და ხშირად გვერდზე წევდა მათ,ვინც მას ბოლომდე უერთგულებდა. კაციჭამია სტალინის ცნობილი ფრაზა რომ “კადრები წყვეტენ ყველაფერს” სრულიად რეალურია- სწორედ უახლოესმა გარემოცვამ დაღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და რა სამწუხაროა,რომ ეს ბოროტი ჯაჭვი 21-ე საუკუნის საქართველოშიც არა და არ გაწყდა-ქართლის ციხე ხომ მუდამ შიგნიდან ტყდება!”– წერს მაია ორჯონიკიძე.

Next Post

ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გაიმარჯვებს, სადაც მის საპირწონედ დავით კეზერაშვილი იქნება

პარ დეკ 2 , 2022
125 წაკითხვანიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გაიმარჯვებს, სადაც მისი მოწინააღმდეგ დავით კეზერაშვილი იქნება. ამის შესახებ მან 1-ლ დეკემბერს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას. “ქართულ ოცნებას” აწყობს ილუზორული დაპირისპირება და ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივად  დათო კეზერაშვილის წარმოჩენა, სადაც  100 წელიწადი რომ ვიცხოვროთ და წელიწადში თითო არჩევნები ჩატარდეს, ბევრი მიზეზის გამო, გაიმარჯვებს  ეს პრორუსი ბიძინა ივანიშვილი.”- განაცხადა ნიკა მელიამ.

შესაძლოა მოგეწონოთ