2,033 წაკითხვაონლაინ სწავლებამ ახალი ტენდენცია გამოკვეთა. უხამსი ლექსიკა და ლექტორის შეურაცხყოფა. სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც ახალგაზრდები ლექტორს შეურაცხყოფას აყენებენ. ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება უკვე მოხდა და ის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მას სავარაუდოდ, უნივერსიტეტიდან გარიცხავენ.  დანარჩენების ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიკვლიოს. სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოძიებას უკვე მიმართა.  რუსთავი2

1,169 წაკითხვასამედიცინო პერსონალის დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს ახალი კორონავირუსი გეგმიური ანალიზის დროს დაუდგინდა. სოფელ უდეში ინფიცირების პირველი შემთხვევაა, ინფიცირების წყარო კი უცნობია. ეპიდემიოლოგებმა კონტაქტების მოძიება დაიწყეს. კორონავირუსზე ადიგენის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – მოხეს, ჭეჭლას და აფიეთის მცხოვრებლებს გამოიკვლევენ. rustavi2

2,466 წაკითხვანაციონალების მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ნიკა გვარამია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: „რა სხვაობაცაა ორი პრეზენტაციის წამყვანებს – ზეკლასის ზალიკო უდუმაშვილსა და მათხოჯ ირაკლი კობახიძეს შორის, აი ეგ სხვაობაა ნაცმოძრაობა/გაერთიანებულ ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის. Bidzina Kaput! მითქვამს მე ps Nanuka Zhorzholiani ეჭვიც არ მეპარება. პირველი ტური. დავამთავრე ლაპარაკი.“

1,613 წაკითხვა თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „ქართული ოცნების“ 1500 ლარიანი ექსპერტები ისე გადაეფარნენ სააკაშვილს, როცა დემოკრატიულმა ოპოზიციამ ადეკვატურად ირეაგირა მის გამოხტომაზე, უნდა მიხვდეს დემოკრატიული ოპოზიცია რომ სწორ გზაზე დგას. დიახ, სანიტარული დერეფანი გვჭირდება ბოროტების ორ მხარესთან – ივანიშვილთან და სააკაშვილთან.“

1,473 წაკითხვა„დღეს ჩვენი კოლეგა ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია“- „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე ექიმ ვახტანგ ყიფიანის დაპატიმრებას ეხმაურება. კობერიძის თქმით, მინისტრი უნდა რეაგირებდეს და იყოს კეთილსინდისიერი პროფესიონალი ექიმის დამცველი, რაც არ ჩანს. „ვახტანგ ყიფიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არის ჯანდაცვის სექტორის, ექიმების წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება! ვაყენებ მინისტრის პირად პასუხისმგებლობას! ბატონი ვახტანგი ბოლო […]

1,690 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. შსს -ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ნ.ა., 1973 წელს დაბადებული ი.ა., 1987 წელს დაბადებული კ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.გ.,1967 წელს დაბადებული დ.ფ., 1976 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ვ.მ., 1979 წელს […]

2,090 წაკითხვაირინა სარიშვილი თავისი ჩვეული სარკაზმით, მამუკა ხაზარაძის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება: „არიქა მგონი მეშველა: მამუკა ხაზარაძემ ოჯახის შექმნის წახალისების მიზნით ბინების 50 პროცენტი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოსო. მოკლედ, თუ მოვიდა ლელო ხელისუფლებაში, წავხალისდები კიდე ერთხელ, რა პრობლემაა“ – წერს სარიშვილი.

1,328 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვირუსის დამარცხების, ვაქცინის გავრცელებისა და ახალ ეპოქაში გადასვლის პირობას დებს. ამის შესახებ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა. „ჩვენ გავავრცელებთ ვაქცინას, ჩვენ დავამარცხებთ ვირუსს, ჩვენ დავასრულებთ პანდემიას და გადავალთ უპრეცედენტო კეთილდღეობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის ახალ ეპოქაში“, – აღნიშნა ტრამპმა. მან აქვე, ჩინეთი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ ქვეყანას, ვინც ეს […]

1,447 წაკითხვაინგა გრიგოლიას პოსტი ფეისბუქში: „თუ ვინმე ხართ ჩემს ფრენდებში, ვისთანაც ცოტა ხნის წინ დავრეკე და უშვერი სიტყვებით გაგლანძღეთ, ბოდიში.. მანქანა იყო ჩახერგილი, სტუდიაში მაგვიანდებოდა, ვერც წინ გავდიოდი და ვერც უკან, ვიკივლე, ვიწივლე..გავიგე იმ მანქანის პატრონის ნომერი და საშინელი სიტყვებით გავლანძღე. ეხლა ვზივარ სტუდიაში და ეთერის წინ იმაზე ვფიქრობ, ვინმე ნაცნობი ხომ არ იყო ნეტათქო, უცნობი თუ იყო, კიდევ უფრო […]