1,717 წაკითხვა„ტაქსით მგზავრობის ფასი განსაკუთრებით პირველი დღეების განმავლობაში იყო პრობლემა, თუმცა ეს თემა რეგულირდება და პრობლემა აუცილებლად მოგვარდება“,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების გაზრდილ საფასურთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია კომპანიებთან, რომლებიც ბაზარზე მუშაობენ. „არავის ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რეფორმისა და ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები. აუცილებლად, ეს ყველაფერი იქნება დარეგულირებული და თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს“,- განაცხადა […]

1,829 წაკითხვაგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრან-ვალტერ შტაინმაიერი თბილისშია. ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, სადაც პრეზიდენტთან შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში მიმდინარეობს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. გერმანიის […]

2,668 წაკითხვაურწმუნოებო, მოღალატეებო, ვისაც არ გჯეროდათ დაიჯერეთ, ამ მოღალატე ხელისუფლებამ დავით-გარეჯი ჩააბარა აზერბაიჯანს, აგერ ბატონო. ახალი სასაზღვრო პუნქტიც გახსნეს და ალბანური კულტურის ძეგლადაც გამოაცხადეს, ჩვენ კი ჩვენ რას ვაკეთებთ? ან სად არის საპატრიარქო, რატომ დადუმდა 30 ვერცხლის სუნი ხომ არ უდის ამ ყველაფერს. გიორგი ლაღიძე

2,368 წაკითხვაასე გაგრძელება არ შეიძლება… 1. კაზინოები (ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტზე აღმატებული ბრუნვებით, ანუ სახელმწიფო სახელმწიფოში) 2. ბორდელები (მთელ ახლო აღმოსავლეთში თბილისი ცნობილი როქორც გარყვნილების მექა და სექს-ტურიზმის (სექს-ტურების) საუკეთესო ცენტრი). 3. კლანები (შერწყმული ხელისუფლებებთან, მომძლავრებულნი ფინანსურად და დაცლილნი ელემენტარული პასუხისმგებლობისგან: ლეგალიზებული მძარცველები) 4. ხელისუფლებები მოქმედნი უცვლელი სისტემის ფარგლებში – ანუ შედეგი წინასწარგანპირობებულია, რადგან სისტემის ფუნდამენტური თვისება ისაა, რომ… შეინარჩუნოს საკუთარი […]

2,047 წაკითხვააშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოქვეყნდა აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ 26 სექტემბერს მიღებული სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (შFOPს) შესახებ კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. 2020 ფისკალური წლის კანონპროექტი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და […]

2,347 წაკითხვაჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი უწყებაში ორშაბათს უნდა მივიდეს. ტელეწამყვანი მოწმის სტატუსით დაბარებულია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

2,271 წაკითხვატელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

1,716 წაკითხვაჩემი წყაროს ინფორმაციით, შოთა ჭიჭიაშვილი ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ შოთა ჭიჭიაშვილთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, ჭიჭიაშვილი უკრაინაში სპეცდავალებით იმყოფებოდა. „კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ […]

2,688 წაკითხვა„ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ „ჯიპების“ ქალაქი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მერმა განაცხადა, შესაძლოა ზონალურ -საათობრივი პარკირება, ტაქსების რეფორმა და სხვა ნაბიჯები არ იყოს პოპულარული გადაწყვეტილება და გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდეს, თუმცა „სხვანაირად საქმე არ კეთდება“ . „რამდენიმე დღის წინ იყო სოციალურ ქსელში დისკუსია, სააკაძის მოედანზე […]

2,738 წაკითხვამეც სხვებივით მიხაროდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ამქარში არ ვირიცხებოდი და არც ოფიციალური აქტივისტი ვყოფილვარ, შინაგანად (საკუთარი პოზიციით) და ჩემი ხელმძღვანელობით გამომავალი მედიასაშუალებებით აქტიურად ვუჭერდი მხარს ბიძინა ივანიშვილს 9-წლიანი ჯოჯოხეთის დამარცხებაში. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის ოქტომბერში საკუთარ სტატიაში ეჭვი გამოვთქვი ოფიციალური მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით (იხ. სტატია სოციალურ ქსელში: „ომახიანი გზავნილი […]