2,838 წაკითხვა„ტაბულა“-ს დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნა ყველაზე  მეტად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს გაუხარდებათ. „რეაქციებით როგორც ვხვდები, ყველაზე მაგრად მიშისტებს გაუხარდებათ პროპორციულის ჩავარდნა“.– წერს ჩერგოლეიშვილი.

2,395 წაკითხვათუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავიდა ქვეყანა, ეს გაფორმდება, როგორც „გადაგდება“ ძალაუფლების დაკარგვის შიშის ფონზე. თუ ჩაითვალა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია, ის მჟორიტარულ არჩევნებსაც წააგებს 2020 წელს. ანუ პოლიტიკური ზიანი ძალიან მაღალი იქნება, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც შეაფასა პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის პროცესი, რომელიც 2020 წლისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. გია ხუხაშვილის თქმით, ამ საკითხთან […]

1,360 წაკითხვამცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, თანაგუნდელებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, საზოგადოების მცირე ჯგუფთან კომპრომისზე წავიდა, რამაც შეიძლება მომავალში ქვეყანაში ქაოსი გამოიწვიოს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამ ცვლილებით იკარგებიან როგორც ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის შუამავალი პირები, ასევე იქმნება საფრთხე, რომ მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდეს: “თქვენ წახვედით კომპრომისზე, შეეცადეთ ყველაფერი დაეთმოთ, რომ სტაბილურობა ქუჩაში,პოლიტიკურ ველზე და საზოგადოებაშიც […]

1,972 წაკითხვადეპუტატ  ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის ბექა კვიციანის მეგობარია. ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ.  კვიციანი გარდაცვლილ მამაკაცსა და მის ძმისშვილს შორის, რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს. “ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი, არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს,  ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები და ბავშვის ნათლიაა ჩემი ძმისშვილი […]

1,331 წაკითხვაპარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებთან ერთ-ერთი მოქალაქე მივიდა და მაკრატლით თმა შეიჭრა. მისი განცხადებით, პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ და ამას აპროტესტებს. მოქალაქემ მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა. ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოხდა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „სირცხვილია“ და ისინი პარლამენტისგან პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას ითხოვენ.  

1,592 წაკითხვაროდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით? – ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა. მან მმართველი გუნდის წევრებს შეახსენა, რომ ხელისუფლებაში სწორედ ისინი არიან და არა „ნაციონალური მოძრაობა“ და ამდენად, გადაწყვეტილებებიც მათი მისაღებია. გარდა ამისა, ბობოხიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციის ინიცირებულ კანონპროექტსაც შეეხო, რომელიც სამპროცენტიან ბარიერსა და პოლიტიკური ბლოკების დაშვებას გულისხმობს. ბობოხიძის თქმით, პარლამენტის სამსჯელო არ უნდა იყოს, რომელი […]

2,737 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, […]

3,493 წაკითხვაიუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ ივანიშვილი რადიკალურ ჯგუფებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს და მათ გამოყენებას მაშინ იწყებს, როდესაც რაღაცის გადაფარვა სურს. მისი აზრით, სავარაუდოდ, ივანიშვილისა და ვასაძის შეხვედრა არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს. ბარამიძე დადასტურებულად ვერ ამბობს, რომ შესაძლოა საუბარი ვადამდელ არჩევნებზე ყოფილიყო, თუმცა გამორიცხვით არ გამორიცხავს. მისივე აზრით, შესაძლოა ივანიშვილი ვასაძის გამოყენებას 2020 წლის არჩევნებისთვის აპირებდეს, რადგანაც […]

3,790 წაკითხვა„ივანიშვილმა აირჩია ის გზა, რაც ყველაზე უკეთესად გამოსდის – ქველმოქმედება. თუ ის განახორციელებს ამ პროექტებს, ქვეყნისთვის მხოლოდ კარგი იქნება, მიუხედავად ოპონენტების კრიტიკისა. ამასთან, აუცილებელია მთავრობის ეფექტიანი მუშაობაც, რისი გაკონტროლებაც მართებს მას, როგორც პარტიის ხელმძღვანელს. ეს ინტერვიუები, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ, შეიძლება ითქვას, პრელუდიაა, მე მისგან გაცილებით დიდ აქტივობას ველი. რაც შეეხება შედეგს, ცალკეული პროექტები ვითარებას ვერ შეცვლის, თუ მთავრობას […]