145 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუ მომავალშიც გაგრძელდა ის, რაც ახლა ხდება, უკრაინის სახელმწიფოებრიობა მალე კითხვის ქვეშ დადგება. “თუ მომავალშიც გაგრძელდება ის, რაც ახლა გრძელდება, ის, რასაც ახლა აქვს ადგილი, და ახლა ეს სრულიად აშკარაა, არა მხოლოდ ჩავარდა მათი კონტრშეტევა, არამედ ინიციატივა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია, თუ ასე გაგრძელდება, მაშინ უკრაინულ სახელმწიფოებრიობამ შეიძლება აღუდგენელი, ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღოს”, – განაცხადა […]

449 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6582 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8917 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9067 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0150 ლარი […]

161 წაკითხვა კომპანიები  კიბერ ინციდენტების რისკის ქვეშ დგანან იმის გამო, რომ   თანამშრომლები იყენებენ ჩრდილოვანი IT – პროგრამებს, მოწყობილობებს და სხვა ციფრულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ოფიციალურად არ არინ უფლებამოსილი მუშაობისათვის. პრობლემა გაუარესდა დისტანციური დასაქმების პოპულარობის ფონზე. „კასპერსკის ლაბორატორიის“ კვლევის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მსოფლიოში კომპანიების 77% განიცდის კიბერ ინციდენტებს, შემთხვევების 11% გამოწვეულია ციფრული ხელსაწყოების გამოყენების გამო, რომლებიც არ არიან   […]

506 წაკითხვახელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის! დაიწყო 2024. წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე რომ ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ, ამაზე მოგახსენებთ. სწორი კონფიგურაცია კი გამარჯვების მთლად ფორმულა თუ არა, მაღალი შანსი რომაა, ამაზეც ცოტას. […]

605 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6865 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6865 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6869 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9310 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9448 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0138 […]

573 წაკითხვაპარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება. როგორც გახარია სოციალურ ქსელ „X“-ში წერს, ივანიშვილის მხრიდან თავის მართლება სუსტი იყო. „კარგია, როგორც იქნა ივანიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა. თავის მართლება სუსტი იყო, გამოწვევა მიღებულია. ყველას გილოცავთ ახალ წელს!“, – წერს გახარია.

200 წაკითხვავიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, პოლიტიკოსი ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფესიბუქზე“ წერს. მელიას თქმით, ასეთ ბრძოლაში მნიშვნელოვანია სწორი, ღირებულებითი ერთობა. „გამარჯვება ყოველთვის იწყება მიზნის არსებობით, გამარჯვების რწმენით, პრინციპულობით და მზაობით – იარო რთულ, მაგრამ მართალ გზაზე; ავირჩიეთ რთული გზა […]

188 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს 2024 წელს რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ყველაზე მასიურ საჰაერო დაბომბვას მოჰყვა. „ამერიკელ ერს შეუძლია იამაყოს სიცოცხლეებით, რომელთა გადარჩენაში დახმარება შევძელით, და მხარდაჭერით, რომელიც უკრაინას გავუწიეთ, რომელიც საკუთარ ერს, საკუთარ თავისუფლებასა და საკუთარ დამოუკიდებლობას იცავს. მაგრამ თუ კონგრესი ახალ […]

586 წაკითხვა„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ. მათივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების” ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ყრილობას 350-ამდე დელეგატი ესწრება.

166 წაკითხვა „კასპერსკის ლაბორატორიამ“ გააძლიერა თავისი გადაწყვეტა კონტეინერების გარემოს უსაფრთხოებისთვის ახალი შესაძლებლობებით და ძირითადი ცვლილებები განხორციელდა აპლიკაციის გაშვების დროს დაცვის თვალსაზრისით (აპლიკაციების უსაფრთხოების დაცვა მათი ფუნქციების შესრულებისას). როგორც კომპანიის ექსპერტები განმარტავენ, კონტეინერის განვითარება გამოიყენება სხვადასხვა სერვისების შესაქმნელად – ონლაინ რესურსებიდან საკვების შეკვეთისთვის, ფულის გადარიცხვისთვის, საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებით კომპლექსურ ციფრულ პლატფორმებამდე სამრეწველო ობიექტებში. ეს არის თანამედროვე მიდგომა Kubernetes, OpenShift და სხვა […]