„ეს ძალიან ჭკვიანური სვლა იყო! ყოჩაღ უკრაინა!“– თამარ ჩარკვიანი

7,569 წაკითხვა

პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თამარ ჩარკვიანი, უკრაინის ვიცე-პრემიერად, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„ეს ის სააკაშვილია პუტინი, რომ ემუქრება, მთელი რუსეთი რომ დასდევს და „საერთაშორისო დამნაშავეს ეძახის“, ნუ რა თქმა უნდა, ოცნების ხელისუფლება რომ „პალტოებისთვის“ ასამართლებდა.

ნუ რა თქმა უნდა „აქოური“ რუსეთის მსტოვრები, პუტინის მომსახურე პერსონალი – ბურჯანაძის ჩათვლით, ტელეეკრანიდან, რომ ეუბნებოდნენ: „რომ ჩამოხვალ დაგიჭერო“.

დავიწყოთ იქიდან, რომ არც პუტინის დასაჭერი  ყოფილი პრეზიდენტი ჰყავს საქართველოს, არც „აქოური“ ოლიგარქის, არც ნაცვლიშვილის, არც კობახიძის და არც მითუმეტეს, მიშას დროს ორჯერ “ნაპრეზიდენტალი“ კორუფციაში ჩაფლული ბურჯანაძის და სხვა „პუტინკების“.

რატომ?! უეჭველად იკითხავს ვიღაც, „ოცნების“ უკიდეგანო მომხრე! იმიტომ, რომ ერთი შენობა მაინც უნდა აეშენებია, ამ ხელისუფლებას, ერთი ქალაქი, ერთი ქარხანა, ერთი ფაბრიკა, ერთი იუსტიციის სახლისმაგვარი სახელმწიფო ინსტიტუცია, დიახ გაუშვა სააკაშვილის ხელისუფლება ხალხმა, წავიდა სააკაშვილი არჩევნების გზით, დიახ, იყო იმ პერიოდში უდიდესი შენება და სამართლებრივ სისტემაში დანაშაულებები, კი ბატონო ასე იყო, იმ დანაშაულებებში ბევრი იყო კატასტროფულად დასამახსოვრებელი და ბევრი იყო ( რუსული სპეც. სამსახურების მიერ ხელოვნურად დადგმული და ვნახეთ ჩვენ ეს – ბედუკაძის “კრიმინალური სპექტაკლი”),

ბევრიც ახალგაზრდა პრეზიდენტის, შეიძლება ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილებები, რაც ახალგაზრდა ასაკს თან ახლავს ხშირად, სიმკაცრე და შეცდომებიც იმას მოსდის ვინც რაღაცის შენებაშია და მოქმედებაში, თან არ დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილმა პრაქტიკულად ინსტიტუციურად დანგრეული ქვეყანა ჩაიბარა, უშუქობა, ნავთქურები, კრიმინალი, მკვლელობები და „რუსეთზე მომუშავე უშიშროების ქარხანა“, დღეს, რომ ტროლებს ვეძახით, ასე იყო ფაქტია, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს ვთქვა, რომ იყო ნამდვილად დანაშაულებებიც, განსაკუთრებით პენიტენციალურ სისტემაში, კი ბატონო და სწორედ ამიტომ წავიდა ყოფილი ხელისუფლება!

კი ბატონო, მაგრამ რა ხდება ახლა? 8 წლის მანძილზე „ოცნების“ ხელისუფლების დროს? –  კორუფცია, მშიერი ხალხი, გაძარცვული ბიუჯეტი, ოკუპანტის მიერ მიტაცებული (ყოველდღე) ტერიტორიები, ოკუპანტის მიერ გატაცებული ხალხი, „გაბანდიტებული პოლიციელების“ მიერ ჩადენილი ( მოხშირდა მკვლელობები), კრიმინალი , „გავრილოვი პარლამენტში“, სპეცნაზის მიერ თვალებდათხრილი ახალგაზრდები, გაყიდული ტენდერები, პრეზიდენტად – პ——-რეზიდენტი – „კარანტინა“, გაჭირვების დროს უსახსროდ – უკაპიკოდ დატოვებული ხალხი, ( გამძღარი 300 ან 400 კაცი) კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა, გაღატაკებული ქვეყანა და ოლიგარქის ხელებში შემყურე რაღაც რაოდენობა დაფინანსებული ადამიანებისა – “თუ წესიერად მოიქცევით გადაგიხდით თუ არა და ცუდი ყოფა და სიბერე გელით” – ამ პრინციპით.

ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დროს უმსხვილესი და უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოდიოდნენ – ფაქტია! (შევარდნაძემ გენშერი ჩამოიყვანა, ნავთობსადენი დატოვა – ესეც ფაქტია,) დღეს ამ „ოცნების“ ხელისუფლების საქართველოში, “ყველაზე მაგარი სტუმარი” -კომუნისტი გავრილოვი აღმოჩნდა -აფხაზეთის ომის წამქეზებელი გავრილოვი

ჰოდა, ხალხის რეაქცია ასეთია, (ყოფილი )პრეზიდენტებისგან წარმატებული პროექტები დაიმახსოვრეს, ასეა ყველა პრეზიდენტისგან ქვეყნისთვის წარმატებულ პროექტებს იმახსოვრებს ხალხი!

დიახ ასეა და ამ ხელისუფლებისგან რა პროექტს დაიმახსოვრებენ? რასაც გაეკარნენ ან რუსებს აძლევენ, ან დაანგრიეს! ჰოდა, არც „პუტინკების“ და არც „ოლიგარქების“ დასაჭერი არ აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ვიცე პრემიერად კი წაიყვანეს ამხელა ქვეყნის – პუტინის გულის გასახეთქად.

ისე რაღა დაგიმალოთ და  კი გამიხარდა ყოფილი პრეზიდენტის წარმატება, მაგრამ მეც “გავსკდი გულზე”, რადგან უკრაინამ, გამზადებული – ასაკ- მომატებული დაღვინებული, დიდი გამოცდილების, დიდი მაშტაბის პოლიტიკოსი მიიღო – ეს ჭკვიანური სვლა იყო უკრაინისა! ძალიან ჭკვიანური! ყოჩაღ უკრაინა!“– წერს თამარ ჩარკვიანი.

Next Post

სახელმწიფო 600 ლარით დაეხმარება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა

პარ აპრ 24 , 2020
7,569 წაკითხვაპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო 600 ლარით დაეხმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ასევე ხელისუფლება 600 ლარით დაეხმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდეა და 3 და მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ. ამასთან, გახარიას განმარტებით, 6 თვით 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე […]

შესაძლოა მოგეწონოთ