დავით ჩიხელიძე – „ფაქტია, ხატია საკუთარი ქმედებით და ავაკოვთან მეგობრობით ცალსახად ემიჯნება სააკაშვილის პოლიტიკას“

388 წაკითხვა

ხატია დეკანოიძე, ადამიანი რომლის ცხოვრების თანმდევი ხაზი არაპროფესიონალიზმი, ორმაგი სტანდარტი და ღალატი, ხატია ის ადამიანია ვინც უკრაინაში საპოლიციო რეფორმა ჩააგდო, დიახ ჩააგდო, რადგან მის მიერ გატარებულ რეფორმას არაერთი მსხვერპლი და კითხვის ნიშანი მოჰყვა, სამაგიეროდ ის დაუმეგობრდა უკრაინის შსს-ს მინისტრს, რომელიც მას მფარველობდა და ხატია ხელშეუხებელ პერსონად აქცია.”- წერს სოციალურ ქსელში “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

ალბათ, გაინტერესებთ, ვინ იყო მისი მფარველი, არც მეტი არც ნაკლები არსენ ავაკოვი, ალბათ აღნიშნული პიროვნება განსაკუთრებით ნაცებს ეცნობათ, რადგან მათი ბელადი სააკაშვილი, ავაკოვს ღიად დაუპირისპირდა და მას რუსი კორუმპირებული ოლიგაქრი უწოდა, ხატია ერთის მხრივ სააკაშვილის ხელის გოგოა, მეორე მხირვ კი ავაკოვის (სააკაშვილის მტრის) მეგობარი, მერწმუნეთ უცნაური სამკუთხედია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის განწყობები რაც უკრაინულ საზოგადოებაში არსებობს, უკრაინელი პატრიოტები დეკანოიძის და ავაკოვის თანამდებობიდან გადაყენებას ჯერ კიდევ 2016 წელს ითხოვდნენ (ინფორმაცია ინტერნეტში მარტივად იძებნება) მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი.

ფაქტია, ხატია საკუთარი ქმედებით და ავაკოვთან მეგობრობით ცალსახად ემიჯნება სააკაშვილის პოლიტიკას, ეს ხდება უკრაინაში, საქართველოში კი პირიქით მიშას პოლიტიკის გამტარებელია. აღნიშნული ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია

ზოგადად, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ პოლიტიკა საჯარო სივრცე არის, ამიტომ თავს უფლებას მივცემ ხატიას ცხოვრების კიდევ ერთი ეპიზოდი გავიხსენო, ის თავს ნარკოტიკის შეძენა მოხმარების წინააღმდეგ მებრძლად გვაჩვენებდა, მაგრამ როდესაც ანალოგიური ბრალდებით მისი შვილი დააკავეს პოზიციები რადიკალურად შეცვალა.

ამ ყველაფრის, შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებთან მარტივი კითხვა მაქვს, ხატიას მხარს როგორ/რატომ უჭერთ? მისი მხარდაჭერით მიშას ემიჯნებით თუ უბრალოდ ბრმად ასრულებთ დავალებას, როგორც ცხვარი მწყემსის ბრძანებას?

მე თქვენზე უფრო მაღალი წარმოდგენის ვარ და მჯერა, რომ ხატიას ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ, თქვენ არჩევანს გადახედავთ! ხატია არ არის ის ადამიანი, რომელიც ქუთაისს და ქართულ პოლიტიკას განავითარებს, რეალურად, ეს არის სკამს დახარბებული ადამიანი, რომელიც სკამის გამო საკუთარ ლიდერსაც კი გაწირავს, რომ არაფერი ვთქვათ უბრალო ადამიანებზე..”– წერს დავით ჩიხელიძე.

Next Post

„მოკლედ რომ ვთქვა, 30-ში ამ თაღლითების თავზე ნამდვილი ჭექა-ქუხილი იქნება“ - გია გაბრიჭიძე

სამ ოქტ 26 , 2021
388 წაკითხვაჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს: შემთხვევით ვუყურე იმ რაღაც ალტერნატიული ცესკოს ვიდეორგოლს, სადაც გადმოიფრქვა აზრები, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ამ “ალტერნატიულ ცესკოს” ისე ვენდობოდი, როგორც 90-იანებში ვაგზლის რომელიმე სახაჭაპურეზე გაკრულ ბანერს “დამზადებულია იმერული ყველით”, მაგრამ ყველაზე მაგარი იყო ის შეფასება, რომ არჩევნების შედეგებზე თურმე ამინდი მოქმედებს აუუუ, ძააალიან მაგარია. ე.ი. თუ კარგი ამინდია, […]

შესაძლოა მოგეწონოთ