სახელმწიფო 600 ლარით დაეხმარება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა

1,029 წაკითხვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო 600 ლარით დაეხმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ასევე ხელისუფლება 600 ლარით დაეხმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდეა და 3 და მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ.

ამასთან, გახარიას განმარტებით, 6 თვით 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

„მოგეხსენებათ, რომ სოციალურად საკმაოდ რთულად სტრუქტურირებული საზოგადოება გვყავს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკმაოდ დიდი მოცულობა გყავს. ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღებისა და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე. 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ოფიციალურად უკვე ეხმარება ამ მოქალაქეების ჯგუფს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-მდეა, მაგრამ ყურადღების გარეშე არის დარჩენილი 65 000-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახები, რომლებსაც მრავალშვილიანებისა და არასრულწლოვნების ყოლის პერიოდში ვეხმარებით, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ოჯახებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დავეხმაროთ. ასეთი არის საქართველოში 70 ათასი ოჯახი, დაახლოებით 190 ათასი მოქალაქე. ამასთან ერთად, ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 ათასამდე და 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ, რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახებს, მათ ასევე სახელმწიფო დაეხმარება 6 თვით 600 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახების რაოდენობა დღეს საქართველოში არის 21 ათასი ოჯახი და ეს მოიცავს 130 ათას მოქალაქეს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რამეთუ მოგეხსენებათ ეკონომიკური გამოწვევებისა და კრიზისების პერიოდში მრავალშვილიანი ჯახები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენაა, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ყველა შემთხვევას ფინანსური დახმარება სჭირდება. ამასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები, ასევე 6 თვის განმავლობაში ისარგებლებენ 600 ლარის დახმარებით. დღეის მდგომარეობით, დღეს საქართველოში ასეთი 40 ათასი მოქალაქე გვყავს. ამ ღონისძიების მოცულობა გახლავთ 25 მილიონი ლარი“,-განაცხადა პრემიერმა.

ipn

Next Post

აღდგომის დღეებში, რეგიონში გასულ მოქალაქეებს თბილისში შემოსვლის საშუალება ექნებათ

პარ აპრ 24 , 2020
1,029 წაკითხვააღდგომის დღეებში, რეგიონში გასულ მოქალაქეებს თბილისში შემოსვლის საშუალება ექნებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ადამიანებისთვის გამონაკლისის სახით, ორი დღის განმავლობაში (27-დან 29 აპრილის ჩათვლით) საშუალება ექნებათ დედაქალაქში დაბრუნდნენ. რაც ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ამ ეტაპზე არ იგეგმება შეზღუდვების მოხსნა.