„12 წლის ბიჭთან სექსის დამყარებას ვცდილობდი” – რა წერია 40 წლის მამაკაცის ჩვენებაში

467 წაკითხვა

“ნოდარ მელაძის შაბათმა” 12 წლის ბიჭის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 40 წლის კაცის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა.

“გუშინ მასთან სახლში მივედი. დავწექით ერთ საწოლში. მალევე მე ჩავიხადე შარვალი  და ვცდილობდი  სექსუალური კავშირის დამყარებას 12 წლის ბიჭთან. მის  მამას  გვერდით  საწოლზე ეძინა და რომ არ დავენახეთ, გადაფარული  გვქონდა საბანი. ამ დროს, მოულოდნელად მამამ საბანი გადაგვხადა და ყველაფერი დაინახა,” – წერს დაკავებული პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში.
ნანახის შემდეგ მამა მოძალადეს ფიზიკურად გაუსწორდა, 12 წლის ბიჭი კი სახლიდან გაიქცა.

“ბიჭის მამა გვიყვიროდა, როდესაც არასრულწლოვანმა გაქცევა მოასწრო. კაცმა კი დანა აიღო და   მოკვლით მემუქრებოდა. მიყვიროდა, რატომ ვამყარებდი მის არასრულწლოვან შვილთან სქესობრივ  კავშირს. შემდეგ მითხრა,  რომ პოლიციაში დარეკავდა, თუმცა მანამდე მეზობელთან გაყოლა მომთხოვა. თავიდან  შემეშინდა, შემდეგ გავყევი. გამოიძახეს პოლიცია – მე მათ სიმართლე ვუთხარი და დანაშაული ვაღიარე,” – ვკითხულობთ ჩვენებაში.
40 წლის კაცი ამბობს,რომ ერთი წლის განმავლობაში დანაშაულის ადგილს კი თავად არჩევდა.

“ის ზუგდიდში გავიცანი, ჩვენ დავუახლოვდით ერთმანეთს და ხშირად დავდიოდით ერთმანეთის სახლებშიც – 2021 წლის  მარიამობის დღესასწაულიდან დღემდე სექსუალური კავშირი გვქონდა არაერთხელ. მათ შორის ვადასტურებ, რომ ჩემს სახლში, ჩემი მეგობრის სახლში და თავად დაზარალებულის სახლშიც. ამის გამო   თავს დამნაშავედ ვცნო,ბ” – წერს დაკავებული.
40 წლის კაცის დედას მისი შვილის უდანაშაულობის სჯერა და ირწმუნება, რომ სავარაუდო მსხვერპლის მამა მას სექსუალურად ავიწროებდა, რის გამოც სტუმრად მყოფ კაცს ფიზიკურადაც კი გაუსწორდა.

40 წლის მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება.

ტვ პირველი

Next Post

„ღირსი ხართ ყველა, ვინც კალაძე შემოხაზეთ”– ნინო ჯანგირაშვილი

შაბ დეკ 25 , 2021
467 წაკითხვა„ღირსი ხართ ყველა, ვინც კალაძე შემოხაზეთ”- ასე ეხმიანება ნინო ჯანგირაშვილი თბილისის მერიის მიერ, სატრანსპორტო ტარიფის ცვლილებას და სააბონიმენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. „ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რომ აბონიმენტების შემოღებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იაფდება, აღმოჩნდა მცდარი. უძვირდება ყველას, ერთეულების გარდა, ანუ მათ გარდა, ვინც დღეში რვაჯერ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. აბონიმენტების იდეა არის კარგი, მაგრამ კალაძე არის უნამუსო და კარგ იდეას მავნებლობის შესანიღბად […]