„წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა“ – მიხეილ სააკაშვილი

498 წაკითხვა

ჩემი სრული სოლიდარობა ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს უკანონო განაჩენის შემდეგ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ისინი დააპატიმრეს, რადგან მათ უარი თქვეს არჩევნების გაყალბებაში ჩართვაზე.

„ამ ადამიანებმა გამოიჩინეს პრინციპულობა და ღირსება არავის შეალახვინეს.

მე წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა, სანამ ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე. საერთოდ მცდელობაც კი არ ჰქონია პროკურატურას რაიმე სერიოზული მტკიცებულება ან ჩვენება მოეგროვებინა მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს მართლმსაჯულების პაროდიაც კი აღარ არის, ეს ელემენტარული ადამიანობის დაცინვაა!“ -აცხადებს სააკაშვილი.

Next Post

გიორგი მარგველაშვილი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

ორშ დეკ 27 , 2021
498 წაკითხვასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, ყოფილ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება. გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით, შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მათი განმარტებით, მედპერსონალის […]

შესაძლოა მოგეწონოთ