შეეხო თუ არა ბაიდენი ზელენსკის უკანალზე? – ეს კითხვა მსოფლიო მედიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც გავრცელდა ფოტო, თითქოს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საჯდომზე ეხება ხელით, თუმცა, ფაქტებისა და ფოტოების გადამოწმების შემდეგ დადასტურდა, რომ ეს არის საკმაოდ უხარისხოდ შესრულებული ფოტოშოპი და ამის მაგალითად ორიგინალი ფოტოა მოყვანილი, რომელიც პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა გამოაქვეყნა ტვიტერის გვერდზე.
როგორც გამოცემა ‘NEWSWEEK” წერს, ფოტო საკმაოდ არაპროფესიონალურად არის გაყალბებული და ბევრი დეტალია ისეთი, რაც მის სიყალბეზე მიუთითებს.
ეს არის ტანსაცმლის დეტალები, მატერიის წყობა, ჩრდილები და ა.შ
ეს გახლავთ ორიგინალი ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია რეალური კადრი
ეს კი გაყალბებული ფოტო, სადაც უხეში შეცდომები აშკარად შეიმჩნევა, მაგალითად ჯო ბაიდენის ზედმეტად გაზრდილი ხელის ზომა.