
ორგანიზაცია „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ნატალია ხოხიაშვილი ფეისბუქში წერს:
ძალიან ცუდად ხვდება ყურს ,,უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან კონსულტაციისთვის გაიწვია ელჩი“. მიზეზი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაა – არ მიუერთდეს რუსეთის წინააღმდე გამოცხადებულ ეკონომიკურ სანქციებს და ხელი შეუშალოს მოხალისეების გამგზავრებას უკრაინელების დასახმარებლად.
ამავე დროს ევროპარლამენტმა დღეს კენჭი უყარა რეზოლუციას და დადებითად გადაწყვიტა ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხი. გინდა დროის გამოყენება დაარქვით და გინდაც მოხერხება, უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენ სად ვართ ამ დროს?
დღეს რეზოლუცია დარეგისტრირდა პარლამენტში და მთავრობას მოუწოდეს გადადგან ყველა ნაბიჯი ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ვფიქრობ დაგვიანებულია, საქართველოს ხელისუფლების ხისტი პოლიტიკის გამო და ამით მოსარგებლე მტრების მიერ საქართველოს იმიჯი შეილახა საერთაშორისო არენაზე.
რუსული არმია უკრაინულ სახელმწიფოს, სპობს ბავშვების, ქალების, მოხუცების სიცოცხლეს. მანამდე ეს ჩვენთან ხდებოდა, პირველი მსხვერპლები ჩვენ ვიყავით, თუ მეტი არა ნაკლები სისხლი არ დაუღვრია ჩვენს ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიები და ყოველ დღე იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს რომლებსაც ხან ნაცემს გვიბრუნებენ ხანაც მკვდარს. ომში ვართ ისედაც, ჩვენთან ომი არ დამთავრებულა.
საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას სწრაფი ნაბიჯები უკრაინასთან ურთიერთობის გამოსასწორებლად. იმედია უკრაინის ელჩი ყველაფერს აუხსნის და ამ გაწვევას ჩვენთვის დადებითი შედეგი ექნება.
უკრაინაში მარტო უკრაინის ბედი არ წყდება, უკრაინის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაცაა.
SLAVA UKRAINE, SLAVA GEORGIA!