„კატეგორიულად მოვითხოვთ დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“ – ნიკა გვარამია

788 წაკითხვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ბადრაგი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბადრაგმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მესამე პრეზიდენტსაც.

ნიკა გვარამია:

„რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს და სხვა ბადრაგებმა გაარიდეს დანაშაულის (სწორედ, დანაშაულის) ჩადენის ადგილს.

გამოვაქვეყნეთ ამის ამსახველი აუდიომასალაც.

კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ბადრაგის ვინაობა, ვიდეომასალა, და ეს ნაძირალა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით!

ამას რომ ადვოკატს საჯაროდ გაუკეთებ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი საფრთხის ქვეშაა პრეზიდენტი სააკაშვილი“.

Next Post

„დიდი უმადურობა იქნება, რომ არ ვთქვა“ - გია ხუხაშვილი

ხუთ მარ 3 , 2022
788 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: დიდი უმადურობა იქნება, რომ არ ვთქვა… სრულიად ცხადია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა თავისი გმირობით, სისხლით მოიპოვა უკრაინელმა ხალხმა. ამის გარეშე, ჩვენ არა თუ ახლა, 2024 წელშიც უარს გვეტყოდნენ, ისე მივდივართ. გამოდის ეს პრემიერად წოდებული სუბიექტი და ლამის საკუთარ წარმატებად გამოაცხადოს სხვისი დამსახურება. ამ მართლაც ისტორიულ დღეს არც მადლიერების, არც სოლიდარობის, არც თანადგომის, არც […]

შესაძლოა მოგეწონოთ