პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ყველაზე უარესი ჯერ წინ არის

440 წაკითხვა

რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFM TV საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც 1.5 საათი გაგრძელდა, რუსეთის პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგას განუცხადა, რომ სიტუაცია უფრო გამწვავდება, თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ.

„პრეზიდენტ მაკრონს ინტუიცია კარნახობს, რომ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის იმის გათვალისწინებით, თუ რა განუცხადა მას პრეზიდენტმა პუტინმა. რუსეთის მიზანი მთლიანად უკრაინის აღებაა. ვლადიმერ პუტინის ომის მიზნები არ შეცვლილა“, – აღნიშნა წყარომ.

მანამდე კრემლის პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის მიზნებს მიაღწევს, რაც არ უნდა მოხდეს.

Next Post

„იქნებ სულ არ უნდა თქმა, მაგრამ ენაზე მე არაფერი მაჩერდება“ - ნანუკა ჟორჟოლინი

ხუთ მარ 3 , 2022
440 წაკითხვანანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა: „არ წყდება შეტყობინებები, ამიტომ არ ვაცხადებთ ჯერ საბოლოო თანხას და ამ წუთას ვნახეთ ანგარიშზე, ირაკლი ალასანიას ჩაურიცხია 30 ათასი ლარი. Natia Panjikidze ვიფიქრე იქნებ სულ არ უნდა თქმათქო, მაგრამ ენაზე მე არაფერი მაჩერდება, გადაეცი დიდი მადლობა ყველას სახელით!“