„რუსეთთან მშვიდობის მომხრე ვარ“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რუსეთთან მშვიდობის მომხრეა.

„დოიჩე ველე“ დაინტერესდა, როგორ აპირებს სააკაშვილი, შეასრულოს უკრაინის პრეზიდენტის დაპირება, დონბასში მშვიდობის აღდგენასთან დაკავშირებით.

„მე რუსეთთან მშვიდობიან ურთიერთობას სრულიად ვუჭერ მხარს, თუმცა ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ ჩემი კანდიდატურა წარადგინა, ნიშნავს, რომ ის უკრაინაში დამოუკიდებელი შიდა პოლიტიკის მომხრეა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მართალია, რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის მომხრეა, თუმცა ეს მშვიდობა განსხვავებული გზებით მიიღწევა რაც, ახლა მარტივი არ არის.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *