ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების ანექსიის ხელშეკრულებები „რატიფიკაციისთვის“ სახელმწიფო დუმას წარუდგინა

409 წაკითხვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს „რატიფიკაციისთვის“ წარუდგინა ოთხი ხელშეკრულება რუსეთთან ოთხი ახალი რეგიონის შეერთების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ე.წ. „საერთაშორისო ხელშეკრულებები“, სხვა საკითხებთან ერთად, აზუსტებს ახალი რეგიონების „საზღვრებს“. დოკუმენტების თანახმად, „ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის საზღვრები განისაზღვრება საზღვრებით, რომელიც არსებობდა მათი დაარსების დღეს და რუსეთთან შეერთების დღეს“.

სახელმწიფო სათათბირო უკრაინის რეგიონების ანექსიის ხელშეკრულებებს 3 ოქტომბერს განიხილავს, ხოლო ფედერაციის საბჭო – 4 ოქტომბერს. მანამდე, „გაწევრიანების დოკუმენტების“ პაკეტი რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა.

Next Post

მიხეილ სააკაშვილს დღეს ამერიკელი ადვოკატი, ხვალ კი ამერიკელი ნევროლოგი მოინახულებს

ორშ ოქტ 3 , 2022
409 წაკითხვასაქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს ამერიკელი ადვოკატი მოინახულებს, ხვალ კი მასთან ამერიკელი ნევროლოგი შევა. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, როდესაც ექსპერტები საექსპერტო კვლევას დაასრულებენ, დასკვნა ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს გადაეცემა. აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგ, ადვოკატები სასამართლოს სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართავენ. „სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადაუვადებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასჯელს, თუ გადაუვადებს, ერთი საათის ამბავია, ჩაჯდება თვითმფრინავში […]

შესაძლოა მოგეწონოთ