„ისე, რა მაგარი მთავრობა გვყავს, – პირდაპირ არ ვიცი, როგორ გავიხარო!“ – დემურ გიორხელიძე

497 წაკითხვა

დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:

ისე, რა მაგარი მთავრობა გვყავს, –
პირდაპირ არ ვიცი, როგორ გავიხარო!
რაო, ჩემო კეთილო, და გაზაფხულია,
არსებული სასოფლო-სამეურნეოო მიწების დამუშავებისა და მოსავალის მიღების ნაცვლად, –
რასაც ორი დიდი დატვირთვა აქვს:
(ა) მოსახლეობის პირველადი სასიცოცხლო პროდუქციით უზრუნველყოფა და
(ბ) სტრატეგიული მარაგების შექმნა, –
მთავრობა ტურისტებს ელოდება,
ტურისტული სექტორი უნდა ისევ ავაღორძინოთო და…
ქონების გადასახადი მოუხსნა
(ვის ხარჯზე?! ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე, ხომ?!
დუღს და გადმოდუღს რეგიონები, იცოცხლეთქო!
სინამდვილეში, ვიღაც კლანს დასჭირდა არგადახდა ამ გადასახადისა და… გაუგორეს კოჭი, ბრიყვი ხალხი კი დააბოლოს…
მოკლედ, მსოფლიო საკვები პროდუქტების რეალურის საფრთხის წინაშე დგას, – საქართველოს ეს პრობლემა სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, – ათასობით ჰექტარი დაუმუშავებელი დარჩება,
სამაგიეროდ, მოვლენ ტურისტები –
ბ ე ვ რ ი ტურისტი,
ბევრ ფულებს მოგვიტანენ და ჩვენ კარგად ვიცხოვრებთ!
სოფლის მეურნეობა, საკუთარი წარმოება?!
ეს ხომ მაშინ იყო, ხალხი “ბნელი” რომ იყო!
შენ დაუკარ, ბიჭო გოგი!…
დანარჩენი კი იცით!

Next Post

,,თქვენ გგონიათ, რომ ომის პარტიის პროდიუსერი, ვინმე გილიგაშვილი, პოლიციელს ვერ არჩევს „სტაიანშჩიკისგან?“ - ზურაბ ქადაგიძე

ოთხ აპრ 6 , 2022
497 წაკითხვა,,ჰოდა, პოლიციელზე რომ წერს რას დაამსგავსესო. პოლიცია, ახლა ღირსეულია და ხალხის სამსახურშია, ხოლო შენი საყვარელი ნაცების დროს, ხალხის ჩაგვრის მთავარი იარაღი იყო!“ – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ტელეკომპანია ,,მთავარის’’ პროდიუსერის თეო გილიგაშვილის facebook პოსტს. როგორც ქადაგიძე წერს, გილიგაშვილი პოლიციელს კარგად არჩევს „სტაიანშჩიკისგან“ . ,,თქვენ გგონიათ, რომ ომის პარტიის პროდიუსერი, ვინმე გილიგაშვილი, პოლიციელს ვერ არჩევს „სტაიანშჩიკისგან?“ რა თქმა უნდა, არჩევს, […]