„გუშინ ჭიაბერაშვილი დაკომპლექსებულებად გვაცხადებდა ყველას, ვისაც ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური მიუღებლობა გვაქვს.
„ნაცების კომპლექსი“ – რაღაც ასეთი ფენომენი მოიგონა, რომ თავი გონიერად გაასაღოს. არ არსებობს არანაირი კომპლექსი.
არსებობს ზომბი პარტია – სახელად ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც აღარ აქვს არც ტვინი! არც ღირებულები! არც ხედვა! მხოლოდ მისი დაზომბებული ლიდერის კონდიციაზეა მიბმული და კონვულსიურ მოძრაობებს აკეთებს.
(აწებებული ჰყავს ის ოპორტუნისტები, რომლებიც 5 ნომრის ქვეშ სამსახურის შოვნას აპირებენ – უნიჭოები არიან და სხვანაირად თავს ვერ ირჩენენ). ეს ზომბი უნდა განადგურდეს.
დემოკრატიული დღის წესრიგი გაძლიერდეს და დემოკრატიული სივრცე გაფართოვდეს. ასე მოხდება ცვლილება, რომელსაც დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა ექნება.“– წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.