„ისე კი, ძალიან უხდებიან ერთმანეთს“ – ირაკლი კობახიძე მარგველაშვილზე

672 წაკითხვა

მარგველაშვილი აქამდე ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი იყო და როდესაც წევრობიდან ეგრევე თავმჯდომარე ხდები, ეს სერიოზული დაწინაურებაა – ეს ნახევრად ხუმრობით, ისე კი, ძალიან უხდებიან ერთმანეთს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „რუსთავის 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კიდევ უფრო ახლოვდება და ეს „იმ წინააღმდეგობების გაგრძელებაა, რაც პარტიის შიგნითაა“.

„ისინი (გიორგი მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“) ძალიან უხდებიან ერთმანეთს, რადგან მათი მორალური ფასეულობები აბსოლუტურ თანხვედრაშია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ახლა ოფიციალურადაც, კიდევ უფრო ახლოვდება მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, გარდა ამისა, ეს არის იმ წინააღმდეგობების გაგრძელება, რაც პარტიის შიგნითაა. როგორც მოგეხსენებათ სერიოზული კონფლიქტებია. როდესაც პარტია სუსტდება, ასეთ დროს თავს იჩენს ხოლმე პარტიის შიგნით დაპირისპირებები და ეს, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, აბსოლუტურად ლოგიკურია. დიდი ხანია ვიცით, რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და სხვებზე და ბუნებრივია, სურს თავიდან მოშორება მელიასი, რომელიც დღემდე ისედაც „ნაცმოძრაობის“ მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა. რეალური ლიდერი არც მელია იქნება, არც მარგველაშვილი ან ვინმე სხვა, რეალური ლიდერი და ბელადი ამ პარტიაში კვლავ სააკაშვილი იქნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ipn

Next Post

„ბირთვული ომის საშიშროება სერიოზულია, რეალურია“ - სერგეი ლავროვი

სამ აპრ 26 , 2022
672 წაკითხვაბირთვული ომის რისკები ახლა ძალიან მნიშვნელოვანია – ბევრია, ვინც მზად არის ხელოვნურად გაზარდოს ეს საფრთხე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველ არხზე განაცხადა, რომელსაც რუსული მედია “რია ნოვოსტი” ავრცელებს. მან გაიხსენა, რომ იანვარში „ბირთვული ხუთეულის“ ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თეზისი ამ იარაღის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ. „ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ჩვენ აქედან გამოვდივართ. რისკები მართლაც […]