ნიკა მელია – 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას – 20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველზე

567 წაკითხვა

20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

ნიკა მელიას თქმით, გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ზურაბიშვილი და სვამს კითხვას, თუ რომელ პრობლემებს აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია.

სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს);

მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხისმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე – და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?! ;

არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას;

რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ, ან ბრიუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?!;

20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას;

იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს;

გაუგებარია რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება – ევროპული მომავალი!

20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველზე“, – წერს ნიკა მელია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე, რათა “დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა”, ხოლო 20 ივნისს დაგეგმილი აქციის “შინ ევროპისკენ” მონაწილეებს მიმართა, “თუ დაფიქრდებიან, შეიძლება ეს გამოსვლა გადაიდოს, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება”.

Next Post

უკრაინელი ჯარისკაცები სევეროდონეცკში მტრის თავდასხმას წარმატებით იგერიებენ, ბრძოლა გრძელდება

ოთხ ივნ 15 , 2022
567 წაკითხვაუკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში მტრის თავდასხმებს წარმატებით იგერიებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. “უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით იგერიებენ მტრის თავდასხმებს სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში, ბრძოლა გრძელდება”, – აცხადებენ გენშტაბში. „სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა განახორციელა საცეცხლე შეტევა ჩვენს პოზიციებზე ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან. მათ ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, ტოშკოვკას, უსტინოვკას, ბოროვსკოეს, მეტელკინოს დასახლებების […]