არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა – გიული ალასანიას მიმართვა

178 წაკითხვა

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიას საზოგადოებას მიმართავს:

“მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.

ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს”– ნათქვამია გიული ასალანიას მიმართვაში..

Next Post

Goodleads CRM-ის პლატფორმა უძრავი ქონების აგენტებს ბიზნესის მართვასა და განვითარებაში ეხმარება

ხუთ დეკ 8 , 2022
178 წაკითხვა Goodleads არის სტარტაპი, რომელიც უძრავი ქონების აგენტებისთვის CRM პლატფორმას უზრუნველყოფს. გასულ წელს კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების ბაზარზე და უკვე ყველა ზომის კლიენტს ემსახურება. Goodleads-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ იგი უძრავი ქონების აგენტებს გაყიდვის პროცესს უმარტივებს. მისი საშუალებით აგენტებს შეუძლიათ მარტივად მართონ ლიდები, თვალყური ადევნონ მათ ინტერაქციას პოტენციურ კლიენტებთან და მთლიანი გაყიდვების პროცესი გახადონ უფრო ორგანიზებული. პლატფორმა […]

შესაძლოა მოგეწონოთ