ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე – ვიქტორ ორბანი

104 წაკითხვა

მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ დღეს გვაქვს საშუალება ენერგოსექტორში ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პლენარულ სესიაზე – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

მისივე თქმით, ქვეყნების ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ ქვეყნების ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოება.

„მოგესალმებით ყველას და რუმინეთს მადლობას ვუხდი მოწვევისთვის. მე რუმინეთში თვრამეტი წლის შემდეგ ჩამოვედი და განსაკუთრებული ცვლილებები დავინახე. ძალიან თვალშისაცემია წინსვლა და ვულოცავ ქვეყანას ამ პროგრესს. ეს განვითარება ცხადყოფს, რომ ნამდვილად დამსახურებულია რუმინეთის წევრობის განაცხადი შენგენის ზონაში. ჩვენ მცდარი გადაწყვეტილება მივიღეთ ევროკავშირში და ეს მცდარი გადაწყვეტილება უნდა გამოსწორდეს, რუმინეთი უნდა გახდეს რაც შეიძლება ძალიან მალე ამ ზონის წევრი. გარწმუნებთ, რომ რუმინელი მეგობრები ნამდვილად უნდა იყვნენ ჩვენს იმედზე და ჩვენ ამას ნამდვილად მივაღწევთ. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, ისეთი დამაბნეველია ეს სიტუაცია, რომ ასეთი არც გვახსოვს ჩვენ სამეზობლოში. მეზობელ ქვეყნებში სერიოზული ენერგოკრიზისი მიმდინარეობს, რაც არის როგორც მიწოდების, ასევე ფასების კრიზისი.

ამავდროულად, მთელი ევროპული ეკონომიკა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას და ევროპელ ლიდერებს მოსწონთ თუ არ მოსწონთ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, არჩევანის გაკეთება რუსულ ან ევროპულ ეკონომიკაზე. ამავდროულად ჩვენ უპრეცედენტო ღონისძიებები გვაქვს გასახორციელებელი ბაზრების დასაცავად, იმასთან შედარებით, რაც ოდესმე გვქონია. ეკონომიკის ისტორია ცხადყოფს, რომ ევროპაში როდესაც ხდება იაფი ენერგიის იმპორტი, ნედლეულის იმპორტი რუსეთში ეს უკვე წარსულს ჩაბარდა და აწმყოს აღარ ეკუთვნის.

ჩვენ ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოება უნდა დავაფუძნოთ ახალ ძალისხმევას. ახალი სტრატეგია არ გვქონდა, ახლა კი უკვე გვაქვს სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიება და ჩვენ ლიდერებმა უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ჩვენს ერებს, ჩვენს ქვეყნებს მივცეთ ეკონომიკური და ენერგოუსაფრთხოება. ჩვენ შევიკრიბეთ დღეს, იმდენად რამდენადაც შევთანხმდით, რომ ეს არის გამოსავალი. ჩვენ გამოვავლინეთ განახლებადი ენერგორესურსები, როგორც მომავლის გზა. დივერსიფიკაცია, მხოლოდ იქამდე არის ოცნება სანამ ფიზიკური მდგომარეობა და ურთიერთჩართვა არ იქნება მიღწეული.

ევროპის ტერიტორიაზე, გონივრულ საზღვრებში კასპიის ზღვიდან გვაქვს ენერგორესურსის მოწოდების შესაძლებლობა. ევროკომისიის ძალისხმევით და ხელშეწყობით, აზერბაიჯანიდან წამოვიდა თანამშრომლობის ინიციატივა. მე მიხარია, რომ აზერბაიჯანი, პრეზიდენტი ალიევი ყოველთვის ღია იყო ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის იდეის მიმართ.

ევროკავშირს ყოველთვის შეუძლია ენდოს აზერბაიჯანს, როგორც სანდო პარტნიორს და მომწოდებელს. ჩვენ შეგვიძლია უნიკალური ინვესტიცია განვახორციელოთ მთელ მსოფლიოში, გავლენის მოსახდენად. როდესაც გაიზრდება იმპორტი, ეს იქნება სასურველი გადაწყვეტა ამ პრობლემისა. ჩვენ ვაპირებთ ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ. ეს არის ინოვაცია. მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი რომ ეს არის ნამდვილი Rock and roll, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ დღეს გვაქვს საშუალება ენერგოსექტორში ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

Next Post

გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად გვაქცევს - ირაკლი ღარიბაშვილი

შაბ დეკ 17 , 2022
104 წაკითხვასაქართველოს გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად გვაქცევს, ისევე როგორც ზღვაზე-წვდომის-არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგო რესურსების მიწოდების კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრმა […]

შესაძლოა მოგეწონოთ