სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება იქნებოდა ადამიანურად გამართლებული და სწორი საქციელი, მაგრამ შეწყალება ძალიან საკამთო თემაა.”- წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
“შეწყალება იმ ფონზე, როცა ადამიანი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს,. არ ნანობს და იძახის უდანაშუალო ვარო, ნიშნავს, რომ მას ეთანხმები ამაში და კვერს უკრავ.
არადა, მას ბრალი მათ შორის ძალადობრივ დანაშაულში ედება (პარლამენტის დეპუტატის სასტიკი ცემა სპეცრაზმის გამოყენებით). ამ საქმესაც და გირგვლიანის საქმესაც ჰყავთ კონკრეტული დაზარალებულები.
მათი აზრი არავის აინტერესებს? მათ მაგივრად უნდა აპატიოს სალომემ?
სხვა საქმე იქნებოდა ბოდიშს რომ მაინც უხდიდეს დაზარალებულებს – ან ნაცემ ადამიანს, ან გურამ გირგვლიანს მისი ოჯახისთვის მიყენებული ტანჯვისთვის. იქნებ პატიობს ეს ხალხი? მაგრამ ამის გაკეთებაც არ უნდა. ამის მაგივრად, შეწყალებას თხოვენ იმ ადამიანს, ვინც ცოტა ხნის წინ სამშობლოს მოღალატედ ჰყავდათ გამოცხადებული.
ამიტომ იწვევს შეწყალების თემა საზოგადოებაში, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვან რეაქციებს. პლუს, შეწყალება არაფრის გარანტია არაა. თუ ივანიშვილს მისი გაშვება არ აქვს გადაწყვეტილი, სხვა მიმდინარე საქმეებზე მოითხოვს პროკურატურა წინასწარ პატიმრობას და არ გამოუშვებენ მაინც.
რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, ეს იქნებოდა ჰუმანური საქციელი,. რომელიც არ აჩერებს მის მიმართ სამართლის აღსრულებას. გამოჯანმრთლების მერე თუ არ დაბრუნდება, ძებნა გამოცხადდება მასზე და დაბრუნებისთნაავე მოუწევს კვლავ სასამართლოს წინაშე წარდგომა. მანამდე იმედია,. დამოუკიდებელი სასამართლოც გვეღირსება.
ამიტომ სასჯელის გადავადება იქნებოდა ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური და ადამიანური გამოსავალი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის მართლა ავადაა, თუ თავად იზიანებს ჯანმრთელობას. შედეგი ორივე შემთხვევაში შეიძლება ერთი და იგივე იყოს – სიკვდილი ციხეში, რაზეც პასუხისმგებლობას ხელსუფლება ვერ აიცილებს.”- წერს მერაბ მეტრეველი.