გიგა ბოკერია – დღეს განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები უფრო მეტია, ვიდრე დაუსჯელობის სინდრომი – პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშე, ქვეყნის მომავალი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას

134 წაკითხვა

დღეს განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები უფრო მეტია, ვიდრე დაუსჯელობის სინდრომი და ყველა ავტორიტარული რეჟიმის ხელწერას წარმოადგენს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშე ქვეყნის მომავალი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას.

„ჩვენ რაც გვახსოვს, ასლან აბაშიძის რეჟიმი, შევარდნაძის რეჟიმი, ყველა ამ ტიპის რეჟიმი და განსაკუთრებით პუტინისტური სულისკვეთების, როგორიც მაგალითად იანუკოვიჩის იყო, ამ მეთოდებს წლების განმავლობაში მიმართავდნენ. როცა თვლიან, რომ უჭირთ უფრო მეტად, მაშინ მათი ასეთი ამაზრზენი საქციელი უფრო ინტენსიური ხდება და როგორც ჩანს, ახლა ამის მოწმე ვართ.

ამ სურათის შემხედვარე ყველა მოქალაქე, ვინც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისაა, ჩემი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ამ პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშე ჩვენი ქვეყნის მომავალი და ქვეყნის შიგნით მშვიდობა, არა თუ რაიმე სხვა ტიპის უსაფრთხოება, უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. ეს რეჟიმი ყველა თვალსაზრისით, ყველა მისი ნაბიჯით პირდაპირ და ირიბად ჩვენი მტრის საქმეს აკეთებს და ჩვენს მომავალს ღალატობს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც პარტია „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

Next Post

ავსტრიის ელჩი - ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განსახილველად - დარწმუნებული ვარ, შემდგომი განხილვებით საერთო გზა იქნება გამონახული

შაბ ივნ 17 , 2023
134 წაკითხვავფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განსახილველად, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა თომას მიულმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ვფიქრობ ჯერ კიდევ არის დრო ამის [დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის] განსახილველად. როგორც იცით, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ამ პრიორიტეტთან დაკავშირებით. ნახეთ ვენეციის კომისიის ანგარიში, ასევე ნახეთ რა თქვა მთავრობამ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი განხილვებით საერთო გზა იქნება გამონახული“, – განაცხადა […]

შესაძლოა მოგეწონოთ