ირაკლი ქადაგიშვილი – რა გინდათ, რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?! – ყოველთვის შეიძლება, რომელიმე გემზე მოვძებნოთ რუსი, რომელიც რაღაცას იტყვის, რა უნდა გავაკეთოთ, ობსტრუქცია მოვაწყოთ?

გემზე რომ რუსეთის მოქალაქეები არიან, ამის გამო ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ? – რა გინდათ, რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს? – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ “მოქალაქეების იქ მიყვანაც ოპოზიციური პარტიების მოწოდება იყო,” რომელსაც სიტუაციის ესკალაცია სურს.

“გემზე, რომელიც უცხო ქვეყნის გემია, უცხო ქვეყნიდან მოდის და უცხო ქვეყანაში მიდის და თურმე მასზე რუსეთის მოქალაქეები არიან, ამის გამო, ჩვენ ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ?! რა გინდათ, რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?! თუ სადმე რუსი არსებობს და ეს რუსი შეიძლება რომელიმე გემზე ან თვითმფრინავზე იყოს, ამიტომ ყველაფერს საბოტაჟი და ობსტრუქცია უნდა გამოვუცხადოთ?! ვხედავთ, რომ ტენდენციაა, რომ მაქსიმალურად მოხდეს სიტუაციის დაძაბვა. როცა პროვოკაციას აქეთ პროვოკაციით პასუხობ, ეს იწვევს სიტუაციის ესკალაციას. ზოგადად პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიცია ცდილობს სიტუაცია დაძაბოს, მოქალაქეების იქ მიყვანაც ოპოზიციური პარტიების მოწოდება იყო. ჩვენ თუ ნაკლებად შევეცდებით სიტუაციის ესკალაციის მოხდენას, უკეთესი იქნება, ყოველთვის იქნება შესაძლებელი, რომელიმე გემზე მოვძებნოთ რომელიმე რუსი, რომელიც რაღაცას იტყვის, ამიტომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ობსტრუქცია მოვაწყოთ?! “, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *