641 წაკითხვა
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:
საშინელებაა ჩასაფრებულის პოზაში ყოფნა. ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე, რასაც ამბობ ეს კრიტიკული მოსაზრებაა თუ ჩასაფრებული ხარ და ყველაფერში ცუდს ეძებ.მაგრამ აი, რა უნდა თქვა ახლა კარგი, როდესაც კითხულობ პრემიერის წერილს შარლ მიშელისთვის და ამ სიტყვებს წაიკითხავ: ბატონო პრეზიდენტო, 2012 წლიდან საქართველომ მტკიცე ერთგულება აჩვენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ გახდომის იდეისადმი.ამის მერე სულხან საბა და რომში ძეგლი კი არა, რაც გინდა ის დაწერე – პოლიტიკური გოიმი და ბოღმა ხარ. საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოს რაობის არ მცოდნე.თუმცა ტანჯვითა და ჭმუნვით, რომ ჩაამთავრებ წერილს და მერე ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილსაც გაეცნობი აი აქ უკვე ნირი წაგიხდება.ორივეგან ერთი და იგივე სიტყვები: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს – ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს – ევროპული დემოკრატიების ოჯახთან. თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება.არ გიტყდებათ ვინც ეს წერილები მოამზადეთ და იმას მით უფრო ვინც ამას საკუთარი სახელით აგზავნის?თამადაც კი, რომლისთვის თამადობა ბიზნესია – ერთი და იმავე ტექსტებსა და ლექსებს ერთ ქორწილში არ იმეორებს.ამ ქვეყანაში საქმის გაკეთება არ იციან თორემ საუბარს და წერას მაინც ახერხებდნენ როგორღაც. რატომ არ შეიძლებოდა ეს აზრი სხვადასხვა სიტყვებით გადმოცემულიყო?პრემიერი რომ ხარ, ხომ უნდა იცოდე, რომ არც 1918, 1921, 1991, 2003 და მით უფრო არც 2012 წელს არ დაწყებულა საქართველოს ევროპული მისწრაფების ისტორია. და ისე, იმ ძნელბედობებს ჟამს -1918 წლის მთავრობამ და მერე …. ქვემოთ ბმულს დავდებ მაინც და ნახეთ. ზვიადზე და მიშაზე არაფერს ვიტყვი. ერთზე იმიტომ, რომ არ აცადეთ (!). მეორეზე ამიტომ… (ბლინკენიც მოსდევს ირაკლის? )ჰო, ისე თქვენ რომ შეხვედრებს ეძახით ხელის ჩამორთმევებს ეგ კიდევ სხვა რამეა… 2012 წლიდან დაწყებულის პრიზმაში…..