მანქანის მყიდველებისათვის არსებობს მრავალი სახის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა. მათ მანქანის შესაძენათ შეუძლიათ აიღონ როგორც ავტო სესხი, ასევე გამოიყენონ და მოითხოვონ სამომხმარებლო – სწრაფი სესხი. დამეთანხმებით უმეტესობისთვის არც ისე მარტივი გასაგებია სესხის აღების პროცესები, გადახდის პირობები და სწორედ ამის გამო უმრავლესობას უჩნდება კითხვა, თუ რომლის აღებაა მათთვის მეტად მომგებიანი. სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვეცდებით დღეს ჩვენ!
რა არის ავტო სესხი და რას მოიცავს სამომხმარებლო – სწრაფი სესხი
ავტო სესხი არის ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი ყველანაირი დამატებითი ხარჯის გარეშე. მას იღებენ ახალი, ან მეორადი ავტომობილის, ძირითადად როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე უცხოეთში შესაძენად.
სამომხმარებლო – სწრაფი სესხი არის მსესხებლის პირადი სურვილისა და კონკრეტული საჭიროებების დაფინანსების მარტივი ხერხი. მოკლედ რომ ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა რისთვის გჭირდება თანხა, მთავარია გქონდეს მიზანი, რომლის მიღწევისთვისაც სამომხმარებლო – სწრაფი სესხი გჭირდება. ზოგ შემთხვევაში ასეთი ტიპის სესხის არებისას კრედიტორმა სეიძლება არც გკითხოთ კონკრეტულად რაზე უნდა დახარჯოთ თანხა. აქედან გამომდინარე სწრაფი სესხი შეიძლება გამოყენებული იქნებს ავტომობილის შესაძენადაც.
რას მივაქციო ყურადღება სესხის აღებისას?
იმის განსაზღვრა, თუ რომელი უფრო მომგებიანია ავტო სესხი, თუ სამომხმარებლო – სწრაფი სესხი, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის საპროცენტო განაკვეთებზე, სესხის პირობებზე, ვადაზე, ასაღები თანხის ოდენობაზე და ა.შ. ჩვენ ვეცდებით ჩაგიშალოთ თითოეული მათგანი და დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში:
- განსაზღვრეთ რა რაოდენობის თანხა გჭირდებათ და რა პერიოდით გსურთ აღება;
- შეადარეთ საპროცენტო განაკვეთები. როგორც წესი, ავტო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე სწრაფ სესხებზე, რადგან ისინი უზრუნველყოფილია თავად ავტომობილით;
- რადგან ავტო სესხი უზრუნველყოფილია მანქანით, პირობები შესაძლოა მეტად ხელსაყრელი იყოს, ვიდრე სწრადი სესხის;
- ყურადღება მიაქციეთ საკომისიოებსა და დარიცხვებს;
- ზოგიერთი ავტო სესხი შეიძლება შეიცავდეს სპეციალურ მოთხოვნებს დაფინანსებული ავტომობილის დაზღვევით;
იმის გამო, რომ თითოეული თქვენგანის მოთხოვნები განსხვავდება თანხის ოდენობით, თანხის აღების პერიოდით, ვალუტით და სხვა მრავალი ფაქტორით, ერთპიროვნულად რთულია პასუხი გავცეთ კითხვაზე, თუ რომელი სესხის აღებაა მეტად მომგებიანი. თუმცა ზემოთაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და თქვენს ინდივიდუალურ პირობებზე მორგებით, პასუხის გაცემა არ იქნება რთული!
თუ გსურთ მეტად დეტალურად გაეცნოთ როგორც ავტო, ასევე სწრაფი სესხის პირობებს, მოარგოთ თქვენს პირად საჭიროებებს და გასცეთ პასუხი კითხვაზე, თუ რომელია თქვენთვის მეტად მომგებიანი, მაშინ შეგიძლია ეწვიოთ ლიბერთი ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდს https://www.libertybank.ge/ka/