„თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მართავთ ქვეყანას“ – ლევან კობერიძე

2,428 წაკითხვა

„პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მართავთ ქვეყანას იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მიიღეთ, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს.

კობერიძის განცხადებით, „დღეს „ქართული ოცნება“ საზოგადოებას არ ელაპარაკება.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარება მმართველი პარტიისთვის ყველაზე მომგებიანია.

„თქვენ მორალური უფლება მიეცით ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც ამის მორალური უფლება არანაირად არ გააჩნდათ, რომ თავისი მმართველობის მერე გამოსულიყვნენ და საზოგადოება დამოძღვრონ. შეიძლება თქვენ ეს გსიამოვნებთ, მაგრამ საზოგადოებას ნამდვილად არ სიამოვნებს. დღეს თქვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგი არის ქვეყნის ერთობლივად მართვა. ეს არის თვალნათელი იმიტომ, რომ თქვენ გაწყობთ ორპოლუსიანობა. ორპოლუსიანობა აწყობს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ – იმ ოპ პარტიას, რომელსაც, როგორც ჩანს, არაცნობიერი შეთანხმება აქვს ერთმანეთთან, რომ ასე მართონ ქვეყანა. ორივე ერთმანეთს კარგად გრძნობთ, თქვენ მისცემთ რაღაც საბაბს, მერე ისინი გამოვლენ, იტყვიან, რომ ხალხის სახელით საუბრობენ, მერე თქვენ ამბობთ, რომ ამას გმობთ და ამ თქვენს კინკლაობას უნდა უყუროს იმ ხალხმა, ვინც ქუჩაში არ გამოდის? რომელსაც არც „ქართული ოცნება“ აღარ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“? იმიტომ, რომ ორივე ძალას დღეს ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, ნდობა აქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას“ გასაგებია, რასაც აკეთებდა და იმიტომაც მოიშორა ქართველმა ხალხმა, ახლა თქვენ ადგახართ მაგ გზას. ეს არის უბედურება.

როგორ უნდა იყოს ქვეყანაში სიმშვიდე, როცა თქვენ თვითონ თქვენი არასწორი ნაბიჯებით აკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქვეყანაში დესტრუქცია მოხდეს? მერე მერაბიშვილი გამოვა თებერვალში, მერე სააკაშვილი მარტი-აპრილში მოადგება საზღვარს და მერე რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროთ თქვენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოსახლეობას დაუტოვოთ არჩევანი, რომ თქვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გააკეთოს არჩევანი? ასე იქნება და ეს მოგწონთ თქვენ, ეს არის თქვენი უბედურება და უპასუხისმგებლობა, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ, იმიტომ რომ ეს ხალხის გონებაში არ არის. თქვენ ასე გაწყობთ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არაა. იმ ნაბიჯით, რაც თქვენ გადადგით, საზოგადოება კი არა, საკუთარი თავი მოატყუეთ“, – განაცხადა კობერიძემ.

ipn.ge

Next Post

რა შემთხვევაში შეწყდება საპროტესტო აქციები

სამ ნოე 26 , 2019
2,428 წაკითხვა„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, აქციები შეწყდება. როგორც დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური კრიზისი მთავრობის დაპირების არშესრულებამ შექმნა. „ქართული ოცნების“ განაცხადია ქართველ ხალხს ესაუბრობს პოლიციის, სპეცრაზმის და ყვითელი ავტობუსების ენაზე. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, პასუხს ვაგებთ, რომ ეს აქციები არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი. გამოსავალი ე.წ. გერმანული მოდელია. ესაა […]

შესაძლოა მოგეწონოთ