სიტყვიერი დაპირისპირება წულუკიანსა და ლომჯარიას შორის

2,299 წაკითხვა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე კამათია. ერთმანეთს სიტყვიერად იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი დაუპირისპირდნენ.

მინისტრი თეა წულუკიანი კომიტეტის სხდომაზე იმაზე საუბრობდა, რომ ომბუდსმენი სნეულ პატიმრებთან ან ყოფილ ძალოვნებთან მოსანახულებლად არ შედის, თუ ეს ადამიანები მამა გიორგი მამალაძე ან მირზა სუბელიანი არ არიან. აღნიშნულმა განცხადებამ სახალხო დამცველის გაღიზიანება გამოიწვია. ნინო ლომჯარიამ მინისტრი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მძიმედ დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი პატიმარიც არაერთხელ მოინახულა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, თეა წულუკიანმა დღევანდელი მოხსენება პოლიტიკური დებატის ფორმატში გადაიტანა, რაც მისი თქმით, არასწორია.

კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მინისტრსაც და სახალხო დამცველსაც მიკროფონები გაუთიშა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

 

Next Post

ემზარ ჩხეტიანი - „შეტევის დროს, როცა ჩემი მეგობრები მოცელა მტრის ტყვიამ, ჩემი პატარა ვაჟის თვალებმა გამიელვა“

ოთხ იან 22 , 2020
2,299 წაკითხვალალი ცერაძე ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“, სადაც ვიხსენებთ აფხაზეთსა და სამაჩბლოში განვითარებულ საომარ ბატალიებს. ამჯერად შემოგთავაზებთ კოდორის ხეობის მოხალისეთა რაზმის მეთაურის მოგონებებს ფრონტის წინა ხაზზე და მის მიერ განცდილ და გადატანილ წარსულის ხედვას. ომი… ომი ძალიან მძიმე  ჟამია ადამიანებისთვის, მოსახლეობისათვის… ეს უმძიმესი განსაცდელი ჩვენც დაგვატყდა თავს. ვინ იფიქრებდა ჩენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევის გარიჟრაჟზე ამხელა გაჭირვებას, […]