აიოვას შტატში დემოკრატების პრაიმერიზში სტივ ბუტეჯიჯმა(ნამდვილი გვარია) გაიმარჯვა,სტივი გაცხადებული გეია,თავისი ორიენტაციით ამაყობს.
მეორეზე ბერნი სანდერსი გავიდა,რომელიც 78 წლისაა,ამასწინათ გულის შეტევა ჰქონდა და ძლივს გადარჩა.
სანდერსი რადიკალი სოციალისტია,ტრამპი მას კომუნისტს crazy Bernie,nutty professor-ს. (გიჟი ბერნი,შეშლილი პროფესორი)
მესამეზე გასულ ელიზაბეტ უორენს,რომელსაც იგივე ტრამპა “uber left Elizabet Warren(უბერის ტაქსისგან მიტოვებული ელიზაბეტ უორენი) საოცრად კომიკურად იქცევა.
ამ სამეულში ნათლად გამოჩნდა დემოკრატების გათვლა სექსუალურ და ეროვნულ( ბარნი სანდერსი ებრაელია) უმციროსებობებზე და გენდერული საკითხის ექსპლუატაცია..
მათ პოზიციები მსგავსია-უკონტროლო მიგრაცია,აბორტები,ლგბტ, მოკლედ, ლიბერალიზმის სრული სოციალური პაკეტი
პარადოქსალურად გამოიყურება ფაქტი,რომ ამერიკის ყველაზე მასობრივი პარტია ასე გულმოდგინედ იბრძვის საკუთარი ქვეყნის საფუძვლების შესარყევად.
ამასობაში თავი კვლავ გამოიჩინა ადამ შიფმა,რომელიც კონგრესში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობს და ტრამპის წინააღმდეგ წარმართულ იმპიჩმენტის პროცესის ცენტრალური ფიგურა გახლდათ.
მან სრული სერიოზულობით განაცხადა,რომ ტრამპი 2020 წლის არჩევნების მოსაგებად რუსებს ალიასკას დაუთმობს.
აშშ დემპარტიის პრაიმერიზის მაგალითი და ადამ შიფი იმიტომ გამახსენდა, რომ განუგეშოთ,
იქაც ბევრი აფრენს ,,ჩვენი სიკეთის არ იყოს, ამიტომ ვინც ამერიკელი კონგრესმენების წერილებს გამოცხადებასავით ღებულობს, უბრალოდ, იდიოტები არიან.
ამას უბრალოდ, ანგარიში უნდა გაუწიო. სამარცხვინოდ არ უნდა კანკალებდე,და ლიქნიდე, როგორც მონა.
მარტო ნენსი პელოსის მიერ ფურცლების ხევა რად ღირდა,მაგრამ ჩვენებმა მაინც აჯობეს.
მაგალითად, ეუთო-ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
3 თვეა ყვირიან,ჩამოვა ეს დასკვნა და განახებთ სეირსო და იქიდან მოიწერეს-ადრესატი შეგეშალათო.
ევროპელები კულტურული ხალხია, პირდაპირ ვერ მოიწერეს. თქვენ ავად ხომ არ ხართო, მაგრამ კონტექსტი ნამდვილად ასეთი იყო.
ნამდვილად ავად არიან და, სამწუხაროდ ვაქცინა არ არსენონს.
რაც შეეხება გვარამია-გაბუნიას დუეტს და ამ ადამიან-კანალიზაციებს, რომლებმაც უკვე შვილები ჩართეს საქმეში.
მათ უნდა ილოცონ ამ ხელისუფლებაზე,რომელიც მათ ცივ ნიავს არ აკარებს.
ერთ დღესაც ვერ გაატანდნენ მთელები,რაც მათგან შეურაცხყოფა ახსოვს ხალხს.
თვითონაც ესმით ეს,მაგრამ რა ქნან.ზნე აქვთ ასეთი
კუ და მორიელის იგავის არ იყოს.
სოსო მანჯავიძე