ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

2,353 წაკითხვა

ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდა.

„მოვიდა ორი ბიჭი, თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდა, ამ დროს სახეზე რაღაც გაურკვეველი ნივთიერება შემომასხეს, რამაც დამიწვა სახე, ამის შემდეგ ფეხებით რტყმა დამიწყეს“- ამბობს ზვიად კუპრავა.

ეჭვმიტანილების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. ზვიად კუპრავა კი მასზე თავდასხმას  გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილს აბრალებს.

Next Post

„კორონავირუსის გამო სახეზეა აშკარა ფსიქიური აშლილობა, არაადექვატური შიშები..“

პარ თებ 28 , 2020
2,353 წაკითხვარა დაგავიწყებდათ ჯანდაცვის მინისტრ ლადო ჭიპაშვილის განცხადებას 2006 წელს. მინისტრმა დამაჯერებლად განაცხადა, რომ, ფრინველის გრიპის პანდემიის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი დაავადდება, მათგან – ყოველი მესამე გარდაიცვლება. შემდეგ დაიწყო ტელე-შოუები სხვენებში გადამალული ქათმების ამოღებით და პალიასტომზე, კატერზე ამხედრებული პირბადეაფარებული ნოღაიდელის მიერ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, ფრინველის გრიპს გადარჩენილებს ღორის გრიპი გვეტაკა, ასეთივე აპოკალიპსურ პროგნოზებითა და ღორების საჩვენებელი განადგურებით, ასევე კამერების თანხლებით. […]