„ლეგიტიმურ კითხვას ვსვამ და ვეკითხები ნაციონალების მაშინდელ ლიდერებს“

2,102 წაკითხვა

პარტია „კანონი და სამართალი“-ს თავმჯდომარე თამარ ჩარკვიანი, 2011 წლის საპროტესტო აქციების დროს, ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის საუბრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს.

„ლეგიტიმურ კითხვას ვსვამ და ვეკითხები ყოფილი ხელისუფლების, ანუ ნაციონალების მაშინდელ ლიდერებს და თანამდებობის პირებს – ეს ჩანაწერი თქვენ გააყალბეთ და ფალსიფიცირებულია? თუ ასეა თქვენ უნდა აგოთ პასუხი( რაც ვიცით, რომ ფალსიფიცირებული არ არის და ნამდვილია და არ არის გაყალბებული) თუ არა და  როგორ ბედავთ „ზოგიერთები“ აი ამ პოლიტიკანის  „რეაბილიტაციას“, როგორ ბედავთ, სამოქალაქო ომის და 500 კაცის დახოცვის და გრუს ჯარების შემოყვანის მოსურნეებთან კოლაბორაციონალიზმს! შეწყვიტეთ ეს წარმოუდგენელი სიბინძურე“ – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქში.

Next Post

გიგა მაქარაშვილი „ქართულ ოცნებას“ ემუქრება: – „ყველა ფეხის გადაცდომაზე ძალიან მწარე სილა მოგხვდებათ!“

ორშ მარ 9 , 2020
2,102 წაკითხვა„ქართული ოცნება” არჩევნებამდე აუცილებლად უნდა იყოს ტონუსში” – ამის შესახებ, სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა. გიგა მაქარაშვილის თქმით, მმართველ გუნდს, ყოველ ფეხის გადაცდომაზე „ძალიან მწარე სილა მოხვდება“: „ქართული ოცნება” არჩევნებამდე აუცილებლად უნდა იყოს ტონუსში. უნდა იცოდეს, რომ ყოველ ჯერზე, ყველა ფეხის გადაცდომაზე, მას მოხვდება ძალიან მწარე სილა! საზოგადოება აღარ არპირებს რაიმეს დათმობას, არათუ ბიძინა ივანიშვილის და მისი […]