სპეცოპერაცია პაატა ბურჭულაძის შვილის ოფისში

1,807 წაკითხვა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კომპანიაში, რომელიც საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის შვილს ეკუთვნის, სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე შეტყობინება გაუგზავნა მის ახლობელს, თუმცა ის ვირუსულად გავრცელდა, რამაც მოქალაქეებში პანიკა გამოიწვი.

„ჩემი ინფორმაციით, არავინ არ არის დაკავებული. გუშინ, როდესაც მოხდა მთავრობისგან საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა, ამავდროულად რომელიღაც სხვა კომპანიიდან დაიგზავნა გარკვეული რაოდენობის  ცრუ მესიჯები. დაემთხვა ისე, მთავრობის შეტყობინებების დაგზანის შემდგომ, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი გაეხუმრა ოჯახის წევრებს, დედას, დას და ორ მეგობარს. დააგზავნა ექვსი მესიჯი.  რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით და ჩავატარეთ შიდა გამოძიება. თავად გამოტყდა ეს თანამშრომელი, რომ ხუმრობის სახით, მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს, ახლობლებს გაეხუმრა და გაუშვა მესიჯები. ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან“, – აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.

შუქრი ბურჭულაძის კუთვნილი კომპანია სარეკლამო შეტყობინენების დაგზავნაზე მუშაობს.

 

Next Post

სად არის ბიძინა ივანიშვილი?

ოთხ მარ 18 , 2020
1,807 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, ვირუსის გამი, ბიძინა ივანიშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „მართალია ამ თემის ყოვლად უაზრო პედალირებას მხოლოდ პარტიული ტელევიზიები ცდილობენ და ახლა ამისი დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვეხმაურები, – ერთმა ადამიანმაც კი რომ არ დაიჯეროს ტყუილები, რომელსაც ამ საყოველთაო ერთობის მიუხედავად მაინც არ იშლიან. […]

შესაძლოა მოგეწონოთ