„სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევების გრაფაში ციფრები გაჩნდება“ – თენგიზ ცერცვაძე

1,779 წაკითხვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ეპიდემიოლოგი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გამო ლეტალური შედეგი აუცილებლად იქნება, მაგრამ მაჩვენებლები ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

„ჩემი პროგნოზით ინფექციის რაოდენობა მოიმატებს, გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0, ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ იქნება ასეულები, და არა ათასეულები. როდის დამთავრდება და როგორ მოვერევით, რთული კითხვაა, არავინ იცის როგორ მოიქცევა კორონავირუსი, რადგან ახალი ვირუსია,” – ამბობს თენგიზ ცერცვაძეს.

Next Post

„თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ოთხ აპრ 1 , 2020
1,779 წაკითხვაკომპანია „თბილისის მიკროავტობუსი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ: „მოგახსენებთ, რომ ქვეყნაში, კორონავირუსის COVID19 – ის გავრცელების გამო, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რის შედეგადაც აიკრძალა მგზავრების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, მათ შორის მიკროავტობუსებითაც. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსახურე პერსონალს შექმნილ ვითარებაში გადაადგილების პრობლემა შეექმნა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ […]