„საქართველოს ჰყავს უძლიერესი სამოციქულო ეკლესია მსოფლიოში – გიხაროდეთ და გეამაყებოდეთ!“ – გიორგი მიქანაძე

2,219 წაკითხვა

ამერიკაში მცხოვრები ლექტორი გიორგი მიქანაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„თეოლოგია – Etym. ბერძ. theós „ღმერთი“ + lógos „საუბარი“ – ღმრთის შესახებ მსჯელობა, ანუ მოძღვრება ღმერთის არსისა და ყოფის შესახებ.

დღევანდელ ცნობილ თეოლოგთა დიდი ნაწილი რატო იკეტავს აზროვნების დიაპაზონს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და სასულიერო პირთა კრიტიკით და იკნინებს პროფესიას ვერ ვხვდები.

ეს ჩვენი ძვირფასი ჟურნალისტები კი გაძლევენ ასპარეზს, მაგრამ თავად რო გლეჯთ საკუთარ შუბას ვერ ხვდებით?!

არ გვაინტერესებს ეს იერარქები, აქ ასე იყო იქ ისე იყო, სისტემები და მექანიზმები, – ადვილია!

სად არის თქვენს თეოლოგობაში თეოსი? დარჩა მხოლოდ ლოგოსი? ანუ უღმერთო საუბრები!?

ჩემამდე, როგორც ერთ უბრალო ერისკაცამდე მოაღწიეთ ღმერთზე მეტყველებით. კრიტიკით ნუ მოხვალთ ჩემამდე და ჩემს მოპოვებულსაც ნუ მართმევთ. ლეში ნუ აგეწვებათ სიმწრით სიბერესა და ახალგაზრდობაშიც. ცხოვრება მშვენიერია.

ის რასაც თქვენ აკეთებთ მეტადრე უფრო პოლიტიკის და სამოქალაქო აქტივიზმის ასპარეზის სფეროა. მესმის, რომ თეოლოგია ფარავს საეკლესიო პოლიტიკის, მართვა-გამგეობის საკითხებსაც, – თუმცა ყველა რატო იყრით თავს იქ სადაც მთავარი სხვაგანაა – ღმერთობა, ერთობა, სიყვარული, სიბრძნე, გაგება, დათმენა, ატანა, გადმოცემის ფორმა, მიწოდების ტაქტი, ჯანსაღი ლოგიკა და მსჯელობა შემოქმედის სიყვარულით განმსჭვალული. რატომ მოდის თქვენი საუბრებიდან მხოლოდ ხორცის კივილი, შური, ბოღმა, ვნება და მრისხანება?!

რამ დაგაბრმავათ, რამ გაგამწარათ, ასე რატო დაეცით!? სხვის ცოდვას რომ მიფრიალებთ, თუ ეს სიმაღლე გაქვთ, – ჯერ თქვენს ცოდვებზე მესაუბრეთ და დამანახეთ მაშინ როგორ განიცდით.

შემოქმედზე მესაუბრეთ მეგობრებო, – მიმიყვანეთ უფალთან, დამეხმარეთ!

ბზობას გილოცავთ

საქართველოს ჰყავს უძლიერესი სამოციქულო ეკლესია მსოფლიოში – გიხაროდეთ და გეამაყებოდეთ! სხვა ყველაფერი დეტალია და უმნიშვნელო.

მთავარი, ყოველთვის მთავარია მთავარი.

მოდის ჯანსაღი თაობა!

მრავალ აღდგომას – სიხარულით.“ – წერს გიორგი მიქანაძე.

Next Post

საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დააფინანსებს

ორშ აპრ 13 , 2020
2,219 წაკითხვა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ აქტივობებს აჯამებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ადამიანური შედეგების შემცირებისკენ არის მიმართული. აქვე, მიმოხილულია საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა და შედეგები, ასევე აღნიშნულია, რომ ქართულმა ლარმა 6 მარტის შემდეგ, დოლართან მიმართებაში 14%-იანი ინფლაცია განიცადა. ანგარიშში, ნახსენებია საქართველოს მთავრობის მიერ 2 მილიარდიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფის შესახებაც და მოყვანილია […]