„ვნახეთ, როგორ სამარცხვინოდ გააძევეს უკრაინიდან, თმების თრევით“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

1,693 წაკითხვა

„ადამიანმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა შემდეგ გუბერნატორი და ვნახეთ შემდეგ როგორ სამარცხვიოდ გააძევეს ის უკრაინიდან, თმების თრევით, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნვას. ღარიბაშვილის თქმით, ესაა სააკაშვილის მხრიდან „მორიგი მცდელობა, რომ მისი რეინკარნაცია მოხდეს.“

ძალიან მოკლედ გეტყვით, ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო კადრები ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო მოქალაქეობა, რომელიც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო არამარტო ევროპის ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, ადამიანმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა შემდეგ გუბერნატორი და ვნახეთ შემდეგ როგორ სამარცხვიოდ გააძევეს ის უკრაინიდან, თმების თრევით, რომ იტყვიან. მე ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

Next Post

„ახლა სერიოზულად“ – ლალი მოროშკინა

შაბ მაი 9 , 2020
1,693 წაკითხვალალი მოროშკინას პოსტი ფეისბუქში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნას და საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ეხება: “ახლა სერიოზულად! * თანმიმდევრული და დროული იყო საქართველოს მთავრობის ყველა შტოს რეაგირება უკრაინის მოვლენებზე. *პროტესტი დაფიქსირდა *ელჩი გამოწვეულია *სტრატეგიული პარტნიორი, უპრინციპო “ხახოლსკი ბიდლო” აღმოჩნდა *იმედია უკრაინის მთავრობა ღირსეულ ნოკაუტს მიიღებს, სხვა შემთხვევაში ჩვენი მთავრობის იმიჯი შეილახება, რაც მე პირადად არ მინდა!”– წერს ლალი მოროშკინა.

შესაძლოა მოგეწონოთ